ანჩელოტი:„ყველა მადრიდისტა ძალიან ბედნიერია“

კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნას“ დამარცხების და სამეფო თასის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„დღევანდელი საღამო ისტორიას დარჩება. რთული მომენტები გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ფინალის მოგება დავიმსახურეთ, არამხოლოდ ამ მატჩით, არამედ გზით, რომელიც აქამდე გამოვიარეთ. ჩვენ დავამარცხეთ არაერთი რთული მეტოქე და ამით ვამაყობ.“

„სამეფო თასი იყო ერთადერთი ჯილდო, რომელიც „ბლანკოსში“ დაბრუნების შემდეგ არ მომიგია, ახლა კი თასები სრულად დაკომპლექტდა.“

„როგორც გითხარით, თანაც ძალიან ბევრჯერ, კონტრაქტს ვადა 2024 წელს ეწურება და მე „რეალში“ დარჩენა მსურს. თუ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს დამატოვებინებენ, მე ამაყი წავალ, ვინაიდან ყველაფრის მოგება შევძელი.“

„პირველი ტაიმის ნახევარი საათი შესანიშნავი იყო და გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა. რიგ მომენტებში არასატეს გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. საბოლოო ჯამში ფეხბურთელების გამოსვლით კმაყოფილი ვარ.“

„მადლობა ამ გუნდს და გულშემატკივრებს. რომ არა ფეხბურთელები და ქომაგების დიდი არმიის მხარდაჭერა, ამდენი ტიტულის მოგებას ვერ შევძლებდი, ეს მათი დამსახურებაა.“

„წინ ჩემპიონთა ლიგაა, სადაც ბოლომდე დავიხარჯებით. „სიტისთან“ დაპირისპირება უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, მე კი მჯერა, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია.“

„ალაბამ და მილიტაომ ძალიან კარგად იასპარეზეს, ორივე მცველის გამოსვლით კმაყოფილი ვარ.“

„გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობა ჯერ არ ჩამომიყალიბებია, ამაზე ფიქრის დრო მექნება.“

„რატომ შევცვალე ჩუამენი? ამით დაცვის ხაზი უფრო სოლიდური გავხადე, ნახევარდაცვაში კი კამავინგას სახით მეტი სისწრაფე შევიტანე. ეს იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)