ადებაიორი 19 მილიონად?

ინგლისურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ემანუელ ადებაიორის შეძენით არის დაინტერესებული. არსებობს რამდენიმე გარემოება, რაც ხელს უწყობს ტოგოელი ფეხბურთელის "ბლანკოსში" გადასვლის საკითხს...


"ტანმაღალი ფორვარდი ამჯერად მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავს, თუმცა მას ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს რობერტო მანჩინისთან. იტალიელმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს პირდაპირ განუცხადა, რომ ტოგოელი ფორვარდი მანჩესტერულ კლუბს აღარ სჭირდება. ამ განცხადების შემდეგ ადებაიორმა აღშფოთება ვერ დამალა და უკმაყოფილება გამოთქვა. The Sun-ის ინფორმაციით ემანუელის დღეები "ლურჯებში" დათვლილია, რადგან მას და რობერტოს ერთმანეთთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ."

"ასევე ზემოთ ხსენებული წყაროს ინფორმაციით სიტის ხელმძღვანელობამ ფორვარდი ტრანსფერზე დააყენა, ჟოზე მოურინიო კი "ცხრიანის" ძიებაშია და ტოგოელი ფორვარდი იდეალურ კანდიდატან ესახება. სახელდება თანხაც, რომელიც 19 მილიონ ევროს შეადგენს და რომელსაც პერესი გადაიხდის ფეხბურთელის სანაცვლოდ. ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ ესპანური და ინგლისური მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან და ადებაიორის ტრანსფერის დეტალებს განიხილავენ." dle 10.1

  • Hala
  • 21 აგვისტო 2010
  • 1687
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)