კრიშტიანო: სეზონს დამშვიდებულები ვხვდებით

სამეფო კლუბის პორტუგალიელმა ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდის ლა ლიგის დაწყებას დამშვიდებული ხვდება. სამეფო კლუბი ტურნირის მთავარი ფავორიტია კატალონიის ბარსელონასთან ერთად და იბრძოლებთ თასის მოსაგებად...


"სეზონს მომზადებულები და დამშვიდებულები ვხვდებით, ჩვენთვის მთავარია გამარჯვება და თასის მოპოვება. ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო ტაქტიკოსია, მისი ფილოსოფიური აზრები ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მისაბაძი უნდა იყოს."

"უკვე ერთი წელია მადრიდში ვარ, მაგრამ ვერ მოვახერხე ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება, ეს ჩემი მთავარი მიზანია."

"მატჩი მალიორკასთან ძალიან დაძაბული იქნება და დარწმუნებული ვარ "წითლები" დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ. შარშან მათ სტადიონზე სამი გოლის გატანა შევძელი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. გაჩერებას არ ვაპირებ და უფრო მეტი გოლის გატანას ვგეგმავ, მე ყველაფერს გავაკეთებ "ბლანკოსისთვის".

"მესუთ ოზილი ძალიან კარგი ფეხბურთელია და იგი მალე მოერგება მადრიდის "რეალს". ყველა ახალწვეულთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მჯერა, რომ ისინი გაამართლებენ."

"კარვალიოს რამდენჯერმე ვესაუბრე და იგი კმაყოფილია მადრიდში ყოფნით. მე და რიკარდო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ერთად გამოვდივართ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, კარვალიოს შეძენა "რეალს" ძალიან გამოადგება, რადგან იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია." dle 10.1

  • Hala
  • 21 აგვისტო 2010
  • 1721
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)