ანჩელოტი:„მისი დონის დრიბლინგი მსოფლიოში არავის აქვს“

კარლო ანჩელოტიმ „სოსიედადთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„გადამწყვეტი თვე დადგა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყველა ფრონტზე ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. უბრალოდ მსურს, რომ „სოსიედადთან“ გუნდი გამოვიდეს და კარგი ფეხბურთი ითამაშოს, შედეგი კი თავისით მოვა.“

„მილიტაო არ ითამაშებს, ასევე ვაფასებთ ვალვერდეს მდგომარეობას, რომლის მოედანზე გასვლაც საეჭვოა. მსურს, რომ დავიდ ალაბამ ყოველდღიურად მოუმატოს, მისი კლასის და გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ძალიან გვჭირდება.“

„მომავლის პროექტში „რეალს“ თავდამსხმელი აუცილებლად დასჭირდება. ბენზემას ამ სეზონში ჰქონდა, როგორც აღმავლობის პერიოდი, ასევე პრობლემები, თუმცა ფეხბურთელებმა მისი შეცვლა მოახერხეს. ვფიქრობ, სამომავლოდ „ბლანკოსს“ მაღალი კლასის დამრტყმელი აუცილებლად დასჭირდება.“

„ბევრი ცვლილება არ იქნება, მაგრამ დანაკლისი თვალშისაცემია, ამიტომ კარგი თერთმეტეულის შერჩევას ვეცდები.“

„სამეფო თასის ფინალამდე დასასვენებელი დრო გვექნება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.“

„ფიზიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ გვაქვს, წინ დიდი გამოწვევებია, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ.“

„თუ ბენზემა მეტყვის, რომ მოედანზე გასვლა სურს, ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება, ფრანგს არანაირი პრობლემა არ აწუხებს.“

„კროოსს ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ის ძალიან გამოცდილია. ხანდახან საყრდენად მოგვისინჯავს და ვიცი, რომ ამ ფუნქციებს ბრწყინვალედ ასრულებს.“

„თუ „ბარსელონა“ ლა ლიგას მოიგებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კატალონიური კლუბი ამას იმსახურებს. ჩავის კოლექტივმა არაერთი გარდამტეხი დაპირისპირების გამარჯვებით დასრულება შეძლო.“

„ნიკო პასი? ის ბრწყინვალე ახალგაზრდაა და ვთვლი, რომ „ბლანკოსში“ დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია.“

„თამაშებს მხოლოდ შემტევები არ იგებენ, თუ წარმატების მიღწევა გინდა, დაცვაშიც კარგად უნდა იასპარეზო და ეს ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად იციან.“

„ვინიმ ამ სეზონში ძალიან ბევრი ყვითელი მიიღო, ვფიქრობ სავსებით საკმარისია. მას სხვა რამის სასწავლად წითელი არ სჭირდება.““ „ძნელია მსოფლიოში მოძებნო ფეხბურთელი, რომელსაც ვინისიუსის დონის დრიბლინგი აქვს, ის საოცარ ტექნიკას და სისწრაფეს ფლობს. ვამაყობ, რომ ვინი ასე განვითარდა.“

„როდრიგო ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, ის დაუფიქრებლად არცერთ ნაბიჯს არ დგამს. გოეშმა ყველას დაუმტკიცა საკუთარი კლასი.“

„ვინი რა თქმა უნდა დაგვაკლდება. როგორც გითხარით, მისი დონის დრიბლინგს მსოფლიოში არავინ ფლობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 მაი 2023
  • 9406
  • 1

1

1 მაი 2023 18:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 155
MTAVARIA KURTUA AR DAGVAKLDES DA MWYOBRSHI IYOS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)