ანჩელოტი:,,ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა"

კარლო ანჩელოტიმ „ჟირონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„ჟირონა“ ძალიან კარგ და მოწესრიგებულ ფეხბურთს თამაშობს. ამ კოლექტივს ბურთთან ერთად განსაკუთრებული მანერა ახასიათებს. კამავინგას და ბენზემას მცირე პრობლემები ჰქონდათ, როდრიგომ სრულფასოვანი დატვირთვა ვერ მიიღო, მაგრამ დიდი ალბათობით, ჩემს განკარგულებაში იქნება.“

„„ალმერიასთან“ დაპირისპირებაში ფეხბურთელების მხრივ პრობლემები არ გვექნება, „ჟირონასთან“ კი დანაკლისი დიდია.“

„ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ არსებული სხვაობა ძალიან დიდია. მეეჭვება, რომ 11 ქულიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა შესაძლებელი იყოს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კატალონიელებთან სხვაობის შესამცირებლად.“

„მესის დაბრუნება ლა ლიგაში? არგენტინელი ძალიან მომწონს, თუ ის „ბარსელონას“ მართლაც დაუბრუნდება, ესპანეთის შიდა ჩემპიონატი უფრო გაძლიერდება.“

„მილიტაოს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ბრაზილიელს კიდევ შეუძლია განვითარება.“

„როტაცია გარდაუვალია, თანაც სეზონის მიწურულს, თუმცა თერთმეტეულის არჩევა არასდროს არის მარტივი. სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელების დატოვება ძალიან მიჭირს.“

„ბენზემას სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ მისი მოედანზე გასვლა რისკებს შეიცავს. მერწმუნეთ, ფრანგი „ალმერიასთან“ უკვე იქნება.“

„რაული ბრწყინვალედ მუშაობს, „რეალის“ თაობა, რომელიც 2003 და 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შედგება, მალე დაიმკვიდრებს ადგილს მთავარ გუნდში.“

„როდრიგოს მუხლის პრობლემა არ აქვს, მას დღეს კუჭის მიმართულებით ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ხვალ ხელმისაწვდომი იქნება. ბრაზილიელი არის სწრაფი, მობილური და ძალიან კარგი ხედვის მქონე მოთამაშე.“

„ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით ედუარდო კამავინგას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ ის განვითარდება. ფრანგზე დიდ იმედებს ვამყარებ.“

„ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის ერთად მოგება შარშან საოცრება იყო, იმედი მაქვს წელს, სამეფო თასს და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. ამისთვის ბოლომდე ვიხარჯებით.“

„ვლაპარაკობ თუ არა აზართან? თუ ფეხბურთელებს სურთ ჩემთან საუბარი, მე ამისთვის ყოველთვის მზად ვარ.“

„ჩვენ გვაქვს დიდი რესურსი კროოსის, მოდრიჩის, ვალვერდეს, ჩუამენის, მილიტაოს და სხვების სახით. ვფიქრობ, გუნდი დაბალანსებულია და ყველაფრის მოგება შეუძლია.“

„წინა ხაზში პრობლემები არ გვაქვს. ასენსიოზე კი დიდ იმედებს ვამყარებ, ესპანელი ფეხბურთელის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ მჯერა, რომ დარჩება.“

„კურტუა? მან შესაძლოა ლა ლიგის რამდენიმე ტურში დაისვენოს, მაგრამ ახლა ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 აპრილი 2023
  • 6293
  • 2

1

24 აპრილი 2023 15:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ბენზემა ბოლომდე ვერ მოიქოქა მაინც, ფაქტია რომ პრობლემები აქვს და ფორვარდი გვჭირდება

2

24 აპრილი 2023 18:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 155
RODRIGESI ATAMASHOS MICES SHANSI BOLOBOLO ES SEZONI DAAKVIRDES TAN BENZOS DAASVENEBS LIGISTVIS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)