რუდიგერი:„თუ გამარჯვება გსურს, „რეალს“ უნდა შეუერთდე“

ანტონიო რუდიგერმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


„თუ გამარჯვება გსურს, მადრიდის „რეალს“ უნდა შეუერთდე. ეს არის ყველასათვის საოცნებო კლუბი, რომელიც უდიდესი ისტორიით და ტრადიციებით გამოირჩევა. დიახ, მე მქონდა „პსჟ“-ში გადასვლის შესაძლებლობაც, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ფლორენტინო პერესის ინტერესი სერიოზული იყო, ყველაფერს ხაზი გადავუსვი და ჩემს თავს ვუთხარი, რომ უდიდესი გამოწვევის მიღება მელოდა წინ.“

„2016 წელს, ფლორენტინო პერესისგან წერილი მივიღე, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ თითქმის ყოველდღე მახსენდებოდა, რომ „ბლანკოსის“ პრეზიდენტმა მომმართა და დადგებოდა დრო, როდესაც „მერენგების“ სადარაჯოზე დავდგებოდი.“

„როდესაც ლონდონის „ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შევძელი, უკვე ვიცოდი, რომ „ბლანკოსში“ გადასვლის შანსი დიდი იყო. მაშინ უბედნიერესი ვიყავი.“

„ყოველ წელს, ყველა ტიტულს ვერ მოიგებ, მაგრამ როდესაც „რეალის“ ფეხბურთელი ხარ, აუცილებლად მიიღებს შანსებს. აქ დარჩენა დიდი ხნის განმავლობაში მსურს და მჯერა, რომ ბევრი ჯილდოს მიღებას შევძლებ.“

„პირველი წელი მარტივი არ არის, თუმცა ადაპტაცია არ გამჭირვებია. მოედანზე ხშირად ვარ და გუნდის დახმარებას ვახერხებ. მიმდინარე სეზონში უკვე 42 თამაში ჩავატარე, ჩემს ანგარიშზე 3 000 წუთზე მეტია. შეუძლებელია კმაყოფილებს საფუძველი არ მქონდეს.“

„პრემიერლიგაში ვთამაშობდი და ვიცი, რამხელა გუნდია მანჩესტერ „სიტი“, თუმცა მერწმუნეთ, როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, „რეალისთვის“ დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს. ყველა ფეხბურთელი გამარჯვების იდეიის ირგვლივ გაერთიანდება, ჩვენ ერთობლივი ძალებით და შემართებით შევეცდებით გვარდიოლას კოლექტივის დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას.“

„2016 წლის წერილი? მაშინ ტრავმირებული ვიყავი და პერესმა გამოჯანმრთელება მისურვა. მერწმუნეთ, ის წერილი დედას დღემდე შენახული აქვს.“

„რა განასხვავებს „რეალს“ სხვა კლუბებისგან? შეხედეთ კრიშტიანო რონალდუს და კარიმ ბენზემას პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერებს, რომელიც 2009 წლით თარიღდება, შემოიხედეთ მუზეუმში, დაათვალიერეთ სტადიონი და მიხვდებით, რომ ეს არის ზემდგომი კლუბი საფეხბურთო ისტორიაში.“

„კრიტიკა? დიახ, ხშირად მომისმენია, მაგრამ როდესაც რონალდუს, მოდრიჩს, ბენზემას და სხვებს აკრიტიკებენ, ვინ ვარ მე? ზოგადად, კრიტიკა ფეხბურთელებისთვის უცხო არ არის.“

„ჩემპიონთა ლიგა თუ ევროპის ჩემპიონატი? ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ორივეს მოვიგებ. არჩევანის გაკეთება არ მინდა, რადგან ორივეზე ვოცნებობ.“

„როგორც „ბლანკოსში“, ასევე გერმანიის ნაკრებში ყველაფერს გავიღებ წარმატებისთვის.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)