მატეო კოვაჩიჩი „რეალში“ ბრუნდება?

ინგლისური გამოცემების ცნობით, სეზონის ბოლოს მატეო კოვაჩიჩი ლონდონის „ჩელსის“ რიგებს დატოვებს...


საქმე იმაშია, რომ ხორვატ ნახევარმცველს „არისტოკრატებთან“ არსებული კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება კი ვერ დგება.

„ჩელსიში“ დარჩენა არც კოვაჩიჩს სურს და თვითონ ლონდონური კლუბიც სხვა ფეხბურთელებზე აკეთებს გათვლას, სწორედ ამიტომ ზაფხულში ამ კოლექტივს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, კოვაჩიჩის ამჟამინდელი ფასი (35 მილიონი ევრო) კიდევ შემცირდება, ვინაიდან „ჩელსი“ იძულებული ხდება მოთამაშე გაყიდოს, სხვა შემთხვევაში ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

მატეოს დაბრუნებაზე პრეტენზიის გამოცხადებას მადრიდის „რეალი“ აპირებს, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კოვაჩიჩის კანდიდატურით ხოსეპ გვარდიოლაა დაინტერესებული, რომელიც მას ილკაი გიუნდოგანის ალტერნატივად განიხილავს.

მატეოს სამეფო კლუბში დაბრუნების იდეის დიდი მხარდამჭერია ლუკა მოდრიჩი, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი და შვილის ნათლიაა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)