ანჩელოტი:,,ლა ლიგაში სხვაობა უნდა შევამციროთ"

კარლო ანჩელოტიმ „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„სელტა“ კარგად ორგანიზებული გუნდია. უნდა გამოვყო ვეიგა, ასპასი და სხვები. ვიგოელები ყველაფერს იღონებენ ქულების მოსაპოვებლად, მაგრამ „რეალს“ მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს.“

„თუ „სიტის“ დამარცხებას გვსურს, მეტოქეზე უკეთესი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. გვარდიოლას კოლექტივში არაერთი მაღალი დონის ინდივიდუალისტია ჰოლანდის, დე ბრუინის და სხვების სახით.“

„არის თუ არა „სიტი“ „რეალთან“ ფავორიტი? მე ვფიქრობ, რომ შანსები თანაბარია და ჩვენ ახლოს ვართ ფინალთან, სწორედ ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ.“

„ლა ლიგაში ბევრი ქულა უაზროდ დავკარგეთ და ჩვენი შანსი მინიმალურია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ „ბარსელონასთან“ ქულების შესამცირებლად.“

„კალენდარი რა თქმა უნდა ურთულესია. „რეალის“ ფეხბურთელებს აქამდეც არაერთ ტურნირზე უწევდათ ასპარეზობა, რაც დამატებით რესურსთან და უდიდეს ენერგიასთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, გარკვეული დარეგულირება აუცილებლად მოხდეს.“

„როდესაც გვარდიოლას დონის მწვრთნელი შენს გუნდს აქებს, ძალიან ბედნიერი უნდა იყოს. როდესაც პეპი ამას აკეთებს, ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენ.“

„ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე უცებ უნდა გადავეწყოთ, მაგრამ ამაში გასაკვირი უკვე აღარაფერია. გუნდი დეკემბრიდან მოყოლებული სწორედ ამ რეჟიმშია და არნახულ დატვირთვებს უძლებს. ჩვენ 100%-ით დავიხარჯებით, როგორც სამეფო თასის ფინალში, ასევე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში.“

„კარიმმა, მოდრიჩმა და კროოსმა გარკვეულ დაპირისპირებებში უნდა დაისვენონ. ფრანგი „სელტასთან“ ხელმისაწვდომი იქნება, მას დისკომფორტი აღარ აწუხებს.“

„ვეიგა ძალიან მომწონს, ის ბრწყინვალე ფეხბურთელია.“

„„სიტიში“ თვისობრივად არაფერი შეცვლილა, ინგლისურ კლუბს ისევ უყვარს შეტევა და შედეგზე ორიენტირება.“

„მეორე ადგილისთვის ბრძოლა? „ატლეტიკო“ ბოლო კვირებში ბრწყინვალეა და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ლა ლიგის ცხრილზეც შესაბამისად აისახა.“

„მომავალი სეზონის დაგეგმვა? მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხზე უკვე ბევრია ნამსჯელი და გადაწყვეტილებები მიღებული.“

„როდრიგო, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ლა ლიგაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის საოცარი ფეხბურთელია.“

„როტაციები გარდაუვალია მაშინ, როდესაც სეზონის ბოლო ახლოვდება, შენ კი 3 ტურნირზე გამოდიხარ.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)