ბუტრაგენიო:„ჩემპიონთა ლიგაზე დუბლის შესრულება გვსურს“

ემილიო ბუტრაგენიომ „რეალის“ მორიგი გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„ჩელსის“ რომ პირველი ტაიმის მიწურულს გოლი გაიტანა, შესაძლებელი ხდებოდა სურათის შეცვლა. სწორედ ეს პრივილეგიაა მსოფლიოს საუკეთესო მეკარის გუნდში ყოლა, მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.“

„ანჩელოტიმ იცის საქმის კეთება. მან დასახული ამოცანა პირნათლად შეასრულა, იტალიელი ძალიან გამოცდილია.“

„ბოლო 13 სეზონში ნახევარფინალში გასვლა 11-ჯერ შევძელით, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. გუნდმა დაიმსახურა ამ ეტაპზე ასპარეზობა, ახლა კი ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი ფინალში გასვლა და გამარჯვება იქნება. ამ სეზონის ტიტულით დასრულება ძალიან სასიხარულო იქნება.“

„ვალვერდეს თამაში აუცილებლად აღსანიშნავია, ის მოედნის ყველა წერტილში ეფექტურად ასპარეზობდა და გუნდის გამარჯვებში დიდი წვლილი შეიტანა.“

„როდრიგოს დუბლი? ბრაზილიელი ახალგაზრდა ჩემპიონთა ლიგაზე მართლაც საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს, მიხარია, რომ გოეში ასე პროგრესირებს. მოთამაშის პირველმა გოლმა „არისტოკრატებს“ ყველა იმედი მოუკლა. ის კარიმზე საგოლე გადაცემას აკეთებდა, თუმცა საბოლოო ჯამში ბურთი ვინისიუსმა მიიღო, რომელმაც ისევ თანამემამულეს დაუბრუნა.“

„ნახევარფინალი? „სიტის“ დიდი უპირატესტესობა აქვს, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება გერმანიაში. „ბაიერნს“ დანებება არასდროს ახასიათებდა და ახლაც ასე იქნება.“

„თუ მანჩესტერულ გრანდს შევხვდებით, კიდევ ერთი დიდი ბარიერის გადალახვა მოგვიწევს.“

„მილიტაოს არყოფნა? ეს მართლაც ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ შესაბამისი რესურსი არსებობს. დაცვის ცენტრში ცვენ ალაბას, ნაჩეტეს და ანტონიო რუდიგერის გამოყენება შეგვიძლია.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)