როდრიგო:„„სიტისთან“ შეხვედრა რეალურია“

როდრიგო გოეშმა „ჩელსის“ დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ახალგაზრდა შემტევმა დუბლი შეასრულა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. გოეშმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...


„პირველი ტაიმი რთული იყო. მეტოქეს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ტიბო კურტუას ბრწყინვალე თამაშმა გადაგვარჩინა, მეორე ნახევარში კი სიტუაციის შეცვლა და გოლების გატანა შევძელით.“

„ყოველთვის შემიძლია რაღაცის გაკეთება ჩემი გუნდის დასახმარებლად და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება. „რეალი“ ევროსარბიელზე ყოველთვის განსაკუთრებულად კარგ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ ახლა ½ ფინალში ვართ და მეტოქს ველოდებით. გვჯერა, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია და ამ იდეის ირგვლივ ვერთიანდებით.“

„მუხლით გასრიალება მსურდა, მაგრამ უცებ გამახსენდა ჩემი კერპი, კრიშტიანო რონალდუ და გოლი სწორედ მის სტილში აღვნიშნე. დიახ, ეს ბურთი პორტუგალიელ ლეგენდას მივუძღვენი.“

„არ ვიცი, რა ანგარიშით დასრულდება „ბაიერნისა“ და „სიტის“ დაპირისპირება, თუმცა ეს უკანასკნელი უდავო ფავორიტის სტატუსს ფლობს, ვინაიდან პირველ თამაშში დამაჯერებელი შედეგი აჩვენა. თუ გვარდიოლას გუნდს სევხვდებით, მე გოლების გატანაზე უარს არ ვიტყვი, ამ კოლექტივის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია, მაგრამ შარშანდელი პაექრობა არასდროს დამავიწყდება, ის ემოციები მთელი ცხოვრება ჩემს გონებაში იქნება.“

„ჰოლანდი? ნორვეგიელი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ გვყავს კარგი დაცვის ხაზი, თუმცა მოდით, მოვლენებს წინ არ გავასწროთ და „ბაიერნი“-„სიტის“ შერკინებას დაველოდოთ.“

„თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ, გუნდის დახმარება შემიძლია, რაც ძალიან მაბედნიერებს და მოტივირებულს მხდის.“

„გოლების გატანა? ჩემპიონთა ლიგაზე უკვე საკმაოდ ბევრი ბურთი დამიგროვდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ახალგაზრდა ვარ და ვეცდებით, საუკეთესო შედეგების დაფიქსირება შევძლო.“

„როდესაც შენთან ერთად ბენზემა და ვინისიუს ჟუნიორი უტევენ, ყველაფერი შესაძლებელია, მათთან ერთად თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

dle 10.1

  • Hala
  • 19 აპრილი 2023
  • 3073
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)