კურტუა:„ნახევარფინალში „სიტისთან“ შეხვედრა? პრობლემა არ არის“

ტიბო კურტუამ ლონდონის „ჩელსის“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„კარგი მატჩი იყო. პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა, რადგან ლონდონური გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა საბოლოო ჯამში არ გამოუვიდა. მიხარია, რომ საკუთარი კარის მშრალად შენახვა ორივე დაპირისპირებაში შევძელი, ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.“

„ნახევარფინალში მანჩესტერ „სიტისთან“ შეხვედრა? გვარდიოლამ კარგად იცის, რომ მძიმე ბრძოლა იქნება. ჩვენ ინგლისელთა წინააღმდეგ თამაშის კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა და ვიცით, რამხელა გამოწვევის წინაშე დავდგებით, თუმცა მოდით დაველოდოთ „სიტისა“ და „ბაიერნის“ მეორე შეხვედრას.“

„ვიცი, რა სირთლეებს უკავშირდება ლონდონში თამაში, ეს სტადიონი ჩემთვის უცხო არ იყო, სწორედ ამიტომ თავს თავისუფლად ვგრძნობდი და ბოლომდე ვიხარჯებოდი სამეფო კლუბის წარმატებისთვის. თითოეული მოგერიებული ბურთი ჩემთვის საამაყოა.“

„ედერ მილიტაოს ყვითელი ბარათი დასანანია. ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩვენი გუნდის დაცვის ხაზის უდავო ლიდერია, შესაბამისად ნახევარფინალში დაგვაკლდება.“

„ჰოლანდისა და ედერის დუელი? მოდით, დაველოდოთ გვარდიოლას გუნდის შედეგს მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ. როგორც გითხარით, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.“

„ბოლო წლებში ნახევარფინალური საგზურის მოპოვება რამდენჯერმე შევძელით. ახლა იგივე სიტუაციაა, მაგრამ ფინალში გასვლაზე ვოცნებობთ და ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 აპრილი 2023
  • 2819
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)