არბელოა: "ყველა ტიტულის მოგება გვინდა"

ალვარო არბელოამ სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა.


"ამ მომენტისათვის, სასტარტოში მოხვედრის დიდი შანსები მაქვს, რამეთუ ზედიზედ სამი მცველი ლაზარეთში იმყოფება.რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ მახარებს და სამივეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ."

"გუნდში დი მარიასა და რონალდუს სახით გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც როგორც შეტევაში, ასევე ნახევარდაცვაშიც ბწყინვალედ შეუძლიათ გარჯა.მე ვერ გეტყვით, იქნებიან თუ არა კიდევ ახალწვეულები.ეს კლუბზეა დამოკიდებული."

"საკუთარ თავს, რომელიმე კონკრეტულ პოზიციაზე ვერ ვხედავ.შემიძლია დაცვის ნებისმიერი ფუნქცია ვიკისრო.ჩემთვის მთავარია გუნდის წარმატება და იმ მიზნების შესრულება, რომლებსაც სეზონის წინ ვისახავთ."

"ჩვენ გუნდში ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები გვყავს.აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ინტენსიურად ვემზადებით ახალი სეზონისათვის.იმედი გვაქვს, სამი ტიტულის დაუფლებას შევძლებთ."

"ნიშანდობლივია, რომ მოურინიო დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენი აკადემიის აღზრდილებს.რამდენიმე ახალგაზრდა პირველ გუნდთან ვარჯიშობს, რაც ძალიან სასიხარულოა.იმედია, როგორც მე, ისინიც ერთ მშვენიერ დღეს მადრიდის "რეალის" ძირითადი გუნდის ნაწილი გახდებიან." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)