ანჩელოტი;„ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ“

კარლო ანჩელოტიმ „ჩელსისთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„როდესაც კოლექტიური თავდაცვითი ვალდებულება გვაქვს, ხარისხიან ფეხბურთს ვაჩვენებთ. „ჩელსის“ გოლის გატანა პირველივე წუთებში სურდა, მაგრამ ლამპარდის გუნდს გასაქანის საშუალება არ მივეცით. „ლივერპულთან“ საწყის წუთებზე 2 გოლი გავუშვით და შემდეგ გამოვასწორეთ სიტუაცია. ვფიქობ, გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და 1/2 ფინალში დამსახურებულად გავიდა.“

„აშკარა იყო, რომ ინტენსივობა, რომელიც „ჩელსის“ პირველ ტაიმში ჰქონდა, მთელი თამაში ვერ გაგრძელდებოდა. მადლობა კურტუას, მან პირველი ნახევრის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი ბურთის მოგერიება შეძლო.“

„ეს არის გუნდი, რომელიც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მომავალზე ვიფიქროთ. როდრიგო საოცარი იყო, მან დუბლი შეასრულა და გუნდის შეტევების ორგანიზებაში უდიდესი წვლილის შეტანა შეძლო. დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს მას მცირე ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ სასაყვედურო არაფერი მაქვს, ვინაიდან ის არ არის მცველი.“

„1/2 ფინალში გავედით, რაც მაძლევს იმაზე ფიქრის და ოცნების საფუძველს, რომ ფინალში გავიდეთ და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. „რეალს“ ყველაფერი შეუძლია, სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე გუნდი შესანიშნავი კონდიციაში იმყოფება.“

„ყველაზე მეტი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე? ბედნიერი ვარ, რომ სერ ალექს ფერგიუსონის შედეგის გაუმჯობესება შევძელი, ის ლეგენდაა.“

„მიხარია, რომ „მილანმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, ვინაიდან ამ გუნდმა ჩემს კარიერაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა ნეაპოლელებისთვის ეს საღამო სევდიანი იქნება, მე მათი მესმის. მიყვარს „ნაპოლის“ შემადგენლობა, სტადიონი და გულშემატკივრები, მე ხომ იქ ვმუშაობდი.“

„მილიტაოს სახით ნახევარფინალში უდიდესი დანაკლისი გვექნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ალაბამ და რუდიგერმა ურყევი დუეტი შექმნან.“

„ლამპარდთან საუბარი? მატჩის შემდეგ ფრენკს ვუთხარი, რომ მისი გუნდის თამაშის ხარისხი გაუმჯობესებულია, რაც მალე აისახება პრემიერლიგის ცხრილზე.“

„ასეთ თამაშებში ხშირად გიწევს წვალებ, მაგრამ სხვაგვარად არაფერი ხდება. „რეალმა“ გაიმარჯვა და მთავარი ეს არის.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 აპრილი 2023
  • 37630
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)