მილიტაო:„ვინისიუსის სახით უძლიერესი შემტევი გვყავს“

ედერ მილიტაომ „ჩელსისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას და მაქსიმუმს გავიღებთ წარმატების მისაღწევად. ჩვენ პირველი დაპირისპირება მოვიგეთ, ახლა კი მეორე 90 წუთია წინ, სადაც საუკეთესო შედეგი უნდა ვაჩვენოთ.“

„ვინისიუსი არასდროს ჩერდება, არც მეორე წუთზე და არც 90-ე წუთზე. ვფიქრობ, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რომელიც სულ მოძრაობს და ხიფათს ქმნის.“

„დარწმუნებული ვარ, რთული თამაში გველის. „ჩელსი“ ყველაფერს იღონებს წარმატების მისაღწევად. ლონდონელები საშინაო არენაზე ასპარეზობენ.“

„როდესაც „მერენგების“ რიგებში ჩავირიცხე, აქ დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ გამოცდილი მცველებისგან ბევრს ვსწავლობდი. დღესდღეობით ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზია და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ სამეფო კლუბის სადარაჯოზე დიდხანს ვიდგე. პრეტენზია რა თქმა უნდა მაქვს და ამისთვის ბევრს ვშრომობ.“

„სერხიო რამოსისგან ბევრი ვისწავლე, მისი წასვლის შემდეგ შანსი მივიღე, რომელიც გამოვიყენე. ჩემი აზრით, უფრო კონცენტრირებული გავხდი.“

„შედეგი, რომელიც დაგვაკმაყოფილებს გამარჯვება იქნება. შარშან დიდი გამოცდილება მივიღეთ.“

„ანჩელოტისგან ბევრი ვისწავლე, იტალიელი ყოველდღე ბევრს მელაპარაკება და მითითებებს მაძლევს. კარლო მართლაც საუკეთესო სპეციალისტია.“

„ჩავარდნის უფლება არ გვაქვს. „ჩელსიმ“ ბერნაბეუზეც აჩვენა, რომ სწრაფი და ტექნიკური გუნდია, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს შეტევებს.“

„სახლში ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ, რომ საუკეთესო ფორმაში ვიყო. დღეს კონკურენცია დიდია, თუ საუკეთესო მცველობა გსურს, არაერთ საკითხზე უნდა გაამახვილო ყურადღება.“

„ანჩელოტი ბრაზილიაში? ამაზე როგორ გიპასუხოთ, მოდით ეს კარლოს ჰკითხეთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 აპრილი 2023
  • 636
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (31)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)