ანჩელოტი:„ლონდონში მოსაგებად ჩამოვედით, უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ“

კარლო ანჩელოტიმ ლონდონის „ჩელსისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია უნდა დავიხარჯოთ. გუნდმა იცის, რომ წინ რთული 90 რთული წუთი ელის, სწორედ ამიტომ მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ და გამარჯვებას შევეცდებით. „რეალის“ მიზანი 1/2 ფინალში გასვლაა.“

„სასტარტო თერთმეტეულზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ და არ ვიცი კამავინგა მარცხენა მცველი იქნება თუ ცენტრალური ნახევარმცველი, ამაზე ფიქრის დრო მაქვს. ის, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს დიდი რესურსია. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება და გუნდის სარგებელის მოტანას ცდილობს.“

„ჩავის პოზიცია მზეში თამაშზე? მე არ ვერევი კატალონიელთა საქმეები, თუმცა ვთვლი, რომ გუნდებს ნებისმიერ პირობაში თამაში უნდა შეეძლოთ, არ აქვს მნიშვნელობა თბილა, ცივა, თუ მზე ანათებს.“

„კატალონიელთა დამრიგებელს ვეტყოდი, რომ არადაკმაყოფილებელ სიტუაციაში კიდევ ბევრჯერ მოუწევს ძალების მოსინჯვა, ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.“

„ფრენკ ლამპარდი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და სამწვრთნელო საქმიანობაშიც წარმატებებს ვუსურვებ. ინგლისელი „ჩელსის“ სათავეში რთულ დროს ჩაუდგა და სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს.“

„ნახევარფინალში გასვლაზე ვოცნებობ, ხოლო შემდეგ კი ფინალში. ჩემმა გუნდმა იცის, როგორ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე და მოიგოს თამაშები. ჩვენ შარშან რთული გზა გავიარეთ და არც წელს გვაქვს მარტივად საქმე. 1/2 ფინალში ზედიზედ ორჯერ მოხვედრა დიდი მიღწევაა, თუმცა ჩვენ უფრო მაღალი მიზნები გვაქვს.“

„ლაპორტას პასუხს არ გავცემ, მისი განცხადებები მოვისმინე, თუმცა ეს გამოძიების საქმეა და არა ჩემი.“

„არის თუ არა „რეალი“ ჩემპონთა ლიგის მეფე? სამეფო კლუბი არის ამ ტურნირის უდიდესი ნაწილი, რომელმაც 14-ჯერ შეძლო თასის აღმართვა.“

„საუკეთესო თერთმეტეულის შერჩევა მარტივი არ არის, რადგან თერთმეტზე მეტი მოთამაშე იმსახურებს თამაშის პირველივე წუთებიდან დაწყებას.“

„შემოთავაზება ბრაზილიიდან? მე უკვე გითხარით, რომ „რეალში“ დარჩენა მსურს და არსად წასვლაზე არ ვფიქრობ.“

„ბელინგემის „ბლანკოსში“ ტრანსფერზე ახლა ვერ ვისაუბრებ, მე ჩემპიონთა ლიგაზე სასაუბროდ მოვედი. ჯუდი „დორტმუნდის“ ღირსებას იცავს.“

„კროოსი შესანშნავი ფეხბურთელია, როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს, ასევე შეტევების ორგანიზებისას. გერმანელი უფრო მრავალმხრივი გახდა და კოლექტივს კარგ დახმარებას უწევს.“

„ტონი კარიერას სამეფო კლუბში დაასრულებს, მისთვის სხვა კლუბები საინტერესო არ არის.“

„2 გოლი კარგ უპირატესობას გვმართეს. ის, რომ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო ბერნაბეუზე არაფერს ნიშნავს. „სტემფორდ ბრიჯზე“ „რეალი“ მაქსიმალურად იზრუნებს არსებული უპირატესობის სასიკეთოდ გამოყენებაზე.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 აპრილი 2023
  • 3439
  • 1

1

17 აპრილი 2023 23:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1110
Unda vaetanat ra kidev da damtavrde oda tamashi imedia sanerviuko ar gaxdeba

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)