ანჩელოტი:„იანვარში დაშვებულ შეცდომებს ვნანობთ, ახლა ჩემპიონობა რთული იქნება“

კარლო ანჩელოტიმ „კადისის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მატჩი მარტივი არ იყო, მაგრამ „რეალის“ სრული დომინაციით მიმდინარეობდა. მეორე ტაიმში ზეწოლა გავაძლიერეთ და შორიდან დარტყმები დავიწყეთ, რასაც შედეგი მოჰყვა. „ბლანკოსი“ დამსახურებული გამარჯვებულია. მოხარული ვარ, რომ აქტივში 3 ქულა ჩავიწერეთ.“

„ნაჩოს გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა. ფერნანდესმა ამ სეზონში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მომენტში ითამაშა გადამწყვეტი როლი, რაც მახარებს. ასევე აღსანიშნავია მარკო ასენსიოს ბრწყინვალე გარჯა. ვილემსენი სეზონის დასკვნით ეტაპს მოწოდების სიმაღლეზე ხვდება.“

„ვგონებ, როდრიგო გოეში და ბენზემა გოლს იმსახურებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.“

„როტაციას მივმართე, რადგან ეს გუნდს სჭირდებოდა. „ჩელსისთან“ დაპირისპირებას მოწოდების სიმაღლეზე შევხვდებით.“

„მნიშვნელოვანია, რომ სამეფო კლუბს კარგი რესურსი აქვს. მარკო მუდმივად სასტარტოში არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ განსხვავებებს ქმნის და გუნდს არაერთი გოლით ეხმარება, იგივეს თქმა შემიძლია სებალიოსზე, რომელმაც ჩუამენისთან ერთად მართლა ნაყოფიერად იასპარეზა.“

„ფიზიკური მდგომარეობა ნამდვილად დამაკმაყოფილებელია. მოდით მაგალითად ავიღოთ ბენზემა, რომელმაც „არისტოკრატებთან“ სულ ცოტა ხნის წინ ითამაშა და „კადისთანაც“ საოცარი იყო.“

„კროოსის და ვინისიუსის თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება.“

„გული მწყდება, რომ იანვარში დაკარგული ძალიან ბევრი ქულის გამო, დღეს ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა დიდია, სხვა შემთხვევაში შეგვეძლო პირველ ადგილზე ვყოფილიყავით და ჩემპიონობისთვის გვებრძოლა. დიახ, ეს არის ფასი იმისა, რაც იანვარში გავაკეთეთ, გუნდს აშკარა ჩავარდნა ჰქონდა.“

„ბენზემას პრობლემები უკან დარჩა, სანაკრებო პაუზის დროს ფრანგმა ყველაფერი გააკეთა ოპტიმალურ კონდიციაში ჩასადგომად.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 აპრილი 2023
  • 3194
  • 1

1

16 აპრილი 2023 12:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1172
ანჩელოტი:„იანვარში დაშვებულ შეცდომებს ვნანობთ, ახლა ჩემპიონობა რთული იქნება“
ჩემპიონობა??? ეს ექიმს გაასინჯეთ სულ გაუბერა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)