ანჩელოტი:„ჩემი მომავალი გადაწყვეტილია“

კარლო ანჩელოტიმ „კადისთან“ თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა...


„„კადისი“ რთული მეტოქეა, რასაც პირველ რიგში ის განაპირობებს, რომ გუნდს ლა ლიგაში დარჩენის გარანტია არ აქვს, შესაბამისად, ყველა ქულისთვის ბოლომდე იბრძოლებს. დიახ, ეს კოლექტივი გასავარდნ ზონას მცირედით არის დაშორებული, ამიტომ მოწინააღმდეგე ფეხბურთელების მოტივაცია პიკს მიაღწევს.“

„ვინისიუს ჟუნიორი ხვალ არ ითამაშებს, მას დაზიანება არ აქვს, მაგრამ გადატვირთულია და დასვენებას საჭიროებს.“

„ხვალ არც კროოსი გვეყოლება. როგორც ტონი, ასევე ვინი ლონდონის „ჩელსისთან“ დაბრუნდებიან.“

„რამდენიმე ფეხბურთელი დაღლილია, მცირე როტაციას არ გამოვრიცხავ, ვინაიდან „არისტოკრატებთან“ სულ რამდენიმე დღეში მეტისმეტად საპასუხისმგებლობა დაპირისპირება გველის.“

„1/2 ფინალში „სიტისთან“ შეხვედრა? ორივე გუნდმა მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, მაგრამ როგორც მანჩესტერულ გრანდს, ასევე ჩვენ, მეორე დაპირისპირებაში დიდი დაბრკოლებების გადალახვა მოგვიწევს. გვარდიოლამ იცის, რომ სამეფო კლუბი არავისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს, დანარჩენს კი ყველა ერთად ვნახავთ.“

„კამავინგა ბრწყინვალეა, როგორც დაცვის ფლანგზე, ასევე ნახევარდაცვაში, მისი მოტივაცია და ფიზიკური მონაცემები ყველგან მოწოდების სიმაღლეზე დგომაში ეხმარება.“

„ბენზემას კარგ თმააშზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ ფრანგმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს? „პიჩიჩი“? ეს მისთვის მთავარი არ გახლავთ.“

„ეჭვგარეშეა, რომ მომდევნო სეზონში „ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელი ვიქნები, ამ გადაწყვეტილებას სხვა აზრი არ აქვს.“

„ის, რომ კამავინგა ახლა მცველად თამაშობს, მას კარიერულ წინსვლაში ხელს არ შეუშლის, ახლა ფრანგი ძალიან ბევრ ასპექტს ამუშავებს, რაც სამომავლოდ, ტოპ კლასის ნახევარმცველად ჩამოყალიბებაში დიდ დახმარებას გაუწევს.“

„უკვე გითხარით, მე შევასრულებ ჩემს კონტრაქტს სამეფო კლუბთან, რომელსაც ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 აპრილი 2023
  • 3851
  • 1

1

14 აპრილი 2023 21:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1993
მიდი კარლიტო,კიდევ მოიგე ლიგა და დაანახე მსოფლიოს რეალის უძლეველობა....💪💪💪💪💪👍⚽️⚽️⚽️⚽️

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)