ბუტრაგენიო:„„რეალს“ შესაშური მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს“

ინსტიტუციონალური ურთიერთობების დანაყოფის დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი დაპირისპირება შეაფასა...


„სრულყოფილი მატჩი იყო. „რეალი“ ბურთით კარგად გადაადგილდებოდა, ამასთანავე კარგად ხდებოდა ბურთის განაწილება და შეტევების განხორციელება. ვფიქრობ, მოთამაშეებმა დასახულ ამოცანას კარგად გაართვეს თავი და ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მესმის, რომ 2:0-ზე დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო, თუმცა გასათვალისწინებელია მომენტები, რომლებიც „არისტოკრატებს“ ჰქონდათ, სწორედ ამიტომ, ეს შედეგი მისაღებია.“

„ოვაციები ტონის და ლუკას? ეს ლოგიკურია. ისინი არმხოლოდ „რეალის“, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები არიან. ნებისმიერ დაპირისპირებაში აჩენენ, საკუთარ ვარსკვლავურ სტატუსს და გამოცდილებას, რომელიც აქვთ. თამამად უნდა ითქვას, რომ „ბლანკოსს“ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვა სწორედ მათი წყალობით ჰყავს.“

„არაერთი საოცარი მოთამაშე გვყავს. ვინისიუსი 90 წუთის მანძილზე არ ჩერდება და მეტოქეს პრობლემებს უქმნის, მასთან ერთად ბრწყინვალედ კომბინირებს ბენზემა, რომელიც ბოლო დაპირისპირებებში გოლის გატანის გარეშე მოედანს არ ტოვებს. ასევე ვამაყობთ კურტუათი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კარის დარაჯია და როდესაც კარში ის დგას, სიმშვიდის საფუძველი გვეძლევა.“

„ასენსიოს შემოსავლამ „რეალის“ შეტევები უფრო მრავალფეროვანი გახადა. მიხარია, რომ მარკომ გოლის გატანა და გუნდის დახმარება შეძლო.“

„ანჩელოტი შესაშური გამოცდილების მქონე სპეციალისტია, მან იცის როგორ მართოს ვარსკვლავები და როგორც მოიგოს დაპირისპირებები, რომელსაც სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მართავს.“

„„ჩელსიმ“ ამ საღამოს 2:0 წააგო, მაგრამ წინ კიდევ 90 წუთია სათამაშო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს რესურსი, რომელიც „ლურჯებს“ აქვთ, ამ გუნდში უამრავი ტოპ კლასის ფეხბურთელი ირიცხება. ჩვენ ინგლისში განსაკუთრებული ყურადღებით ჩავალთ და მოედნაზე ყველაფერს გავიღებთ 1/2 ფინალში გასასვლელად.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 აპრილი 2023
  • 569
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)