ლამპარდი:„10 კაცით დარჩენის შემდეგ „ჩელსის“ სათამაშო იდეა აღარ ჰქონდა“

ფრენკ ლამპარდმა „რეალთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მადრიდის „რეალთან“ 2:0 წაგების შემდეგ 1/2 ფინალზე ფიქრი ძალიან რთულია, მაგრამ პირობას გაძლებთ, რომ ინგლისში ამ გუნდის წინააღმდეგ გაცილებით ხარისხიან ფეხბურთს ვითამაშებთ. პირველ რიგში ჩვენ უნდა გვჯეროდეს საკუთარი ძალების.“

„11 ფეხბურთელით გუნდი განსხვავებული იყო, მსაჯის გადაწყვეტილების შემდეგ კი „ჩელსიმ“ სათამაშო იდეა დაკარგა. ცვლილებები განვახორციელე და ვეცადე, შეტევა გამეძლიერებინა, მაგრამ ფონს გასვლა მაინც ვერ შევძელით.“

„ვინისიუს ჟუნიორი ნებისმიერი გუნდისთვის დიდი პრობლემაა. ბრაზილიელი ფეხბურთელი სწრაფ და ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებს.“

„ჟოაო ფელიქსს რთული მატჩი ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე ცდილობდა საუკეთესო შეტევების განხორციელებას. ჩვენ კიდევ 90 წუთი გვაქვს იმისთვის, რომ სიტუაციის შეცვლა შევძელოთ. როგორც უკვე გითხარით, გამარჯვების იდეის პირველ რიგში ჩვენ უნდა გვჯეროდეს.“

„აქ ცოტა ხნით ვარ, არ ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში დავრჩები „არისტოკრატების“ მწვრთნელად, მაგრამ სანამ აქ ვარ, ბოლომდე დავიხარჯებით, სასურველი შედეგის მისაღწევად.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 აპრილი 2023
  • 3291
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)