ანჩელოტი: „ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა დიდ მატჩებში“

კარლო ანჩელოტიმ „ჩელსისთან“ ჩატარებული მატჩი შეაჯამა.


„საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. მატჩის დებიუტში მცირედი ტანჯვა განვიცადეთ, თუმცა ჩვენი მიზანი იყო უპირატესობის მოპოვება, რაც შესრულებულია. ცხადია, ლონდონში რთული მატჩი გველოდება, ვინაიდან „ჩელსი“ შესანიშნავი გუნდია, დიდებული ფეხბურთელებით. კმაყოფილნი ვართ მოპოვებული შედეგითა და წარმოდგენით.“

„შეილება იფიქროთ, რომ როდესაც მეტოქე 10 მოთამაშით დარჩა მოედანზე, უფრო მჭიდრო პრესინგისთვის უნდა მიგვემართა, მაგრამ მის გაძევებამდე, უშეღავათო ბრძოლა მიდიოდა, რამაც შეხვედრის მიწურულს ზეგავლენა მოახდინა ჩვენს ენერგიაზე. რა თქმა უნდა, გახარებულნი ვართ გამარჯვებით, თუმცა წინ მორიგი 90 წუთი გვაქვს ჩასატარებელი. განვლილი ასპარეზობის გამეორება გვმართებს „სტემფორდ ბრიჯზე.“ „ჩელსის“ კარგად ვიცნობთ და ისინი საუკეთესოს გაკეთებას შეეცდებიან მომავალ კვირაში.“

„როგორც უკვე აღვნიშნე, ბედნიერი ვარ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით, მაგრამ საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, ჯერ არაფერი დასრულებულა. ეს ფეხბურთია და 90 წუთის განმავლობაში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. პირველი თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს კარგი მოტივაცია ექნება, თუმცა მათ არასდროს დავარწმუნებ იმაში, რომ უკვე მომდევნო ეტაპზე ვართ. ეს დიდი შეცდომა იქნება, რომელსაც არ დავუშვებ. მსგავსი არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ.“

„ყოველთვის ვცდილობ საუკეთესო თერთმეტეული გავიყვანო მინდორზე. არის მატჩები, სადაც საშუალება გვეძლევა 3 თავდამსხმელის პირობებში შევქმნათ შანსები. ტონი კროოსმა დიდი სამუშაო გასწია.“

„ვალვერდე საუკეთესო იყო განვლილ პაექრობაში. მან კროოსთან ერთად დიდებულად გაართვა თავი დაცვითი ფუნქციების შესრულებას.“

„კარვახალი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა დიდ მატჩებში.“

„უკანა ხაზის მოთამაშეები შესანიშნავად მართავდნენ სიტუაციას. კამავინგა როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გაისარჯა.“

„როდრიგოს ყოველთვის მეტი რისკის გაღება უწევს, ვინაიდან ის გაცილებით პირდაპირია და ხშირად შედის მცველებთან ორთაბრძოლაში. მარკო დიდებულად ჩაერთო შეხვედრაში და ასეთივე დარტყმაც შეასრულა. მას პატივს ვცემ, ვინაიდან ყოველთვის გოლის გატანას ცდილობს, არ აქვს მნიშვნელობა სასტარტოდან ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება, თუ სათადარიგოდან. მას შეუძლია მატჩის მიმდინარეობის შეცვლა.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)