ლამპარდი:,,კროოსი და მოდრიჩი ფუძემდებლური მოთამაშეები არიან"

ფრენკ ლამპარდმა „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მადრიდის „რეალს“ არაერთი ვარსკვლავი ჰყავს, თუმცა ფუძემდებლური თვალსაზრისით მოდრიჩის, კროოსის, ბენზემას და ვინისიუსის როლი ძალიან დიდია. ლუკას და ტონის თანმიმდევრულობის დაცვაში ბადალი არ ჰყავთ, ბენზემას გამოცდილებაზე საუბარი ზედმეტია, ხოლო ვინისიუსი დღეს მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავია, რომელსაც მომენტალური აჩქარება და ფონს გასვლა შეუძლია. როგორც დავამარცხოთ „რეალი“? ამოცანა მარტივია, ჩვენ უნდა გავენეიტრალოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩამოვთვალე, სხვა შემთხვევაში ყველაფერი რთულად იქნება.“

„ვფიქრობ, ზეწოლას ორივე გუნდი განიცდის, მაგრამ ამ ეტაპზე ფავორიტის სტატუსით „ბლანკოსი“ სარგებლობს, სწორედ ამიტომ ჩვენ არსებული სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ და მაქსიმუმი გავიღოთ გასვლით დაპირისპირებაში დადებითი შედეგის მისაღწევად.“

„ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის დიდი გამოწვევა იყო და ასე იქნება მომავალშიც. ფეხბურთელის რანგში ამ ტურნირზე უამრავი დაპირისპირება მაქვს ჩატარებული და ვიცი, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ქომაგების მხრიდან ევროსარბიელს.

„ჩელსიმ“ ისე უნდა ითამაშოს, როგორც სანტიაგო ბერნაბეუს სტანდარტი ითვალისწინებს.“

„პრემიერლიგასა და ლა ლიგას შორის ბევრი განსხვავებაა. ზოგადად ვთვლი, რომ ინგლისის ჩემპიონატის მოგებაზე ყველაზე დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, სხვა კომპონენტების გათვალისწინებაა საჭირო.“ dle 10.1

  • Hala
  • 12 აპრილი 2023
  • 2543
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)