ანჩელოტი:„თუ ამას გავაკეთებთ, ჩელსის მოვუგებთ და ლიგის 1/2 ფინალში გავალთ“

კარლო ანჩელოტიმ „ჩელსისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„თუ ჩვენ სამეფო თასს მოვიგებთ, 2 სეზონის განმავლობაში ყველა შესაძლოა ტურნირის ოქროს მედლის მიღებით დასრულებას შევძლებთ, რაც დიდი შედეგია, მაგრამ მერწმუნეთ, „რეალი“ მიზანი სამეფო თასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც იქნება. ეს მართლაც თვალწარმტაცი შედეგია.“

„„რეალი“ მეგობრული გუნდია, აქ არის საოცარი სულისკვეთება. როდესაც სერიოზულობაა საჭირო, ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც სიტუაციით არის გათვალისწინებული.“

„ვინისიუსი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, ის არის უბრალოდ შეუჩერებელი.“

„ძალიან ვწუხვარ „ჩელსის“ გამო, რომელიც პრემიერლიგაში სასურველ შედეგებს ვერ აჩვენებს. მე ამ გუნდში ფანტასტიური წლები გავატარე და ინგლისში ლონდონელებს ვქომაგობ.“

„ვინ ითამაშებს დაცვის მარცხენა ფლანგზე? არ ვიცი, ალაბა? ის კარგი ცენტრალური მცველია და „ელ კლასიკოშიც“ მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“

„შარშან „რეალს“ გაუმართლა? მე ვფიქრობ, რომ მაგიური ღამეები, რომელიც ბერნანებეუც ვაჩუქეთ მხოლოდ გამართლება არ იყო.“

„„ჩელსის“ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და უდიდეს რესურსს ფლობს. ჩემი აზრით, შარშან დაშვებულ შეცდომებზე ბევრი უნდა ვისწავლოთ და მოწოდების სიმაღლეზე დგომა შევძლოთ.“

„თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, „ჩელსის“ მოვუგებთ და 1/2 ფინალში გავალთ.“

„შეცდომები, რომელიც „ვილიარეალთან“ დავუშვით, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დაუშვებელი იქნება.“

„ვალვერდე მოწოდების სიმაღლეზე დგას და „არისტოკრატების“ წინააღმდეგაც ითამაშებს. შემთხვევა, რომელიც მასთან კავშირშია კომენტარის გაკეთებას არ საჭიროებს.“

„ეს არის 180 წუთიანი თამაში, სადაც დეტალებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ.“ dle 10.1

  • Hala
  • 11 აპრილი 2023
  • 1659
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)