ანჩელოტი:„ვინისიუსი „რეალში“ ეპოქას შექმნის“

კარლო ანჩელოტიმ DAZN-ის ჟურნალისტებს ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა...


„„მილანი“? თუ „რეალი“? ალბათ 50-50-ზე, ვინაიდან „როსონერიში“ ვთამაშობდი და მწვრთნელის რანგში უამრავი ტიტული მოვიგე, ხოლო „რეალი“ საფეხბურთო სამყაროს მწვერვალია. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ჩემი ბედი ორივე კლუბს დავუკავშირე.“

„ვინისიუსი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, ის დაუღლელი ბიჭია, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით ისარგებლებს. მოტივაცია და ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც ჟუნიორს აქვს აუცილებლად აღსანიშნავია.“

„ვინი იმაზეა ორიენტირებული, რასაც აკეთებს და არასდროს ნებდება. დიახ, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში მის მიმართ დიდი აგრესია იყო, რაც არ არის სწორი.“

„იმისათვის, რომ დღესდღეობით მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, ფიზიკური მონაცემების მაქსიმალური დახვეწაა საჭირო. შესაძლოა არნახულ ტექნიკას არ ფლობდე, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერ მოთამაშედ ითვლებოდე.“

„მიხარია, რომ ვალვერდეს ვწვრთნი, ის თანამედროვე ნახევარმცველია, რომელიც დიდ სისწრაფეს და ფიზიკურ ძალას ფლობს.“

„მოდრიჩმა, კროოსმა, კარვახალმა, ნაჩო, მარსელომ, ბენზემამ, კრიშტიანო რონალდუმ ბეილმა ეპოქა შექმნეს, მათ ჩემპიონთა ლიგის მოგება 5-ჯერ შეძლეს. ეს არის უპრეცენდენტო შედეგი. ყველა ლეგენდაა.“

„ახალგაზრდებმა შესანიშნავი გარემო იპოვეს. მერწმუნეთ, კროოსთან, ლუკასთან და კარიმთან მუშაობა დიდი მოტივაციის მომცემია. ჩემი აზრით, „ბლანკოსის“ ახალ თაობას ძალიან გაუმართლა.“

„ჩემპიონთა ლიგას აბსოლუტური პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ, ვინაიდან ლა ლიგაში დაუგეგმავი ქულების დაკარგვის გამო ძალიან მცირე შანსი გვაქვს.“

„1/4 ფინალი საპასუხისმგებლო ეტაპია, სადაც სწორედ ის გუნდები არიან, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ.“

„„ნაპოლი“? „მილანი“? მერწმუნეთ, ყველა შეუძლია თასის მოპოვება, ამიტომ უდიდესი ბრძოლა გველის.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 აპრილი 2023
  • 1034
  • 1

1

10 აპრილი 2023 09:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9055
ფინალში აქეთ ბადიდან გასული უკვე ჩემპიონია ძაან უაზრო ფინალი იქნება წელს ლიგაზე. იმედია ბავარიას შევხვდებით ჩემი აზრით უფრო დავძლევთ მაგ ბარიერს ვიდრე სიტის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)