ანჩელოტი:„„ვილიარეალთან“ მოგება შეგვეძლო“

კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ წაგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ამ თამაშში ბალანსი გვაკლდა, მაგრამ შეტევაში კარგები ვიყავით. არაერთ მომენტში შეგვეძლო გოლის გატანა, თუმცა გარკვეულწილად არ გაგვიმართლა. წაგება ძალიან სამწუხაროა.“

„როდესაც ბალანსი გვჭირდება, 4 წინახაზელს არ ვიყენებ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ამ დაპირისპირებაში აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით.“

„ჩუამენი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა, თუმცა საერთო ჯამში საუკეთესო არცერთი ფეხბურთელი არ იყო, რაც ალბათ გასული დღეების დაღლილობამ გამოიწვია.“

„ჩემპიონთა ლიგაზე „რეალი“ სულ სხვა დონის ფეხბურთს ითამაშებს. „ჩელსისთვის“ განსაკუთრებულად ვემზადებით.“

„წაგება ნამდვილად არ დაგვიმსახურებია, თუმცა ვინისიუსს 2-3 გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მიზნის მიღწევამდე სულ ცოტა დააკლდა.“

„„ბარსელონასთან“ სხვაობის გაზრდის პოტენციური შანსი? სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი შანსი ლა ლიგაში მინიმალურია, მაგრამ ყველა დაპირისპირებას უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ და სხვაობის შემცირებას შევეცდებით.“

„ტაბლოზე ორჯერ ვლიდერობდით, მაგრამ ბოლოს დავმარცხდით, ეს იმის ბრალია, რომ სეტიენის გუნდმა სივრცეები მიიღო.“

„როგორც ჩანს, ფეხბურთელების „ნოუ კამპზე“ უფრო დიდი მოტივაცია და შემართება ჰქონდათ, ვიდრე დღეს. ეს ბუნებრივია.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 აპრილი 2023
  • 5307
  • 1

1

9 აპრილი 2023 11:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1993
ეჰ.....კარლიტო....კარლიტო....ლაფატკაზე ზიხარ და ვერ გრძნობ ამას...🤣🤣🤣🤣😁😁😁😁😁😁😁😁

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)