ოზილი: "მოურინსთან მუშაობა დიდი პატივია"

მადრიდის რეალის ახალწვეულმა ვრცელი ინტერვიუ მისცა სამეფო კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.


- რა შტაბეჭდილებები დაგრჩათ პირველი ვარჯიშის შემდეგ?

- საოცარი იყო. მწვრთნელიც და მოთამაშეებიც თბილად დამხვდნენ. კლუბში შესანიშნავი სიტუაციაა, ვარჯიშის დროს ვმხიარულობთ, რაც კიდევ უფრო პროდუქტიულს ხდის მუშაობას.

- გვითხარით, რა გააკეთეთ პირველად, როგორც რეალის ფეხბურთელმა?

- დოსინბურგის აეროპორტიდან მადრიდში ჩამოვფრინდი და კონტრაქტს მოვაწერე ხელი, დასასვენებლად ბევრი დრო არ მქონია და მაშინვე გუნდთან ერთად ვივარჯიშე, ვფიქრობ საუკეთესო კლუბის რიგებში ვირიცხები და შესანიშნავი არჩევანი გავაკეთე.

- თქვენს გადმობირებას სხვა ევროპული გრანდებიც ცდილობდნენ. რატომ აირჩიეთ რეალი?

- იმიტომ რომ მადრიდის რეალი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული ისეთებით, როგორებიც არიან რონალდო და კაკა. კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით და აგრეთვე მეამაყება, რომ მოურინიოსგან მივიღე მხარდაჭერა და სწორედ ის იყო ჩემი ტრანსფერის ინიციატორი. ჟოზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და მეამაყება, რომ მასთან მომიწევს მუშაობა. ერთი სული მაქვს როდის შედგება ჩემი დებიუტი.

- შენ ესაუბრე მოურინიოს სანამ რეალის ფეხბურთელი გახდებოდი, შემდეგ ამის შანსი ვარჯიშზე მოგეცა. საინტერესოა თუ ისაუბრეთ ახალ თანაგუნდელებთან?

- მე მოურინიოს ვესაუბრე, თუ რატომ სურდა ჩემი ხილვა სამეფო კლუბში, სწორედ მისი წყალობით გახლავართ რეალის ფეხბურთელი. აგრეთვე SMS-ებით ვესაუბრე ხედირას მადრიდში ჩამოსვლამდე, ჯერ-ჯერობით ის არის ერთადერთი ფეხბურთელი რომელსაც ვიცნობ.

- რა გითხრათ ხედირამ?

- მან მადრიდში გადმობარგება მირჩია, აგრეთვე მითხრა, რომ შესანიშნავ კლუბში თამაშობს და მადრიდში ამინდიც შესანიშნავია. მან აღნიშნა, რომ ყველა ფეხბურთელს მეგობრული ურთიერთობა აქვს და ეს კიდევ უფრო აძლიერებს გუნდს. ახლა ამ ყველაფერს ჩემი თვალებით ვხედავ და ძალიან მიხარია, რომ სწორედ მადრიდის რეალში გადმოვედი. ვარჯიშის დროს ახალ თანაგუნდელებთან ერთად შესანიშნავი დრო გავატარე.

- თქვენ უკვე მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ხართ და ეს ყველაფერი 21 წლის ასაკში. გვითხარით რა სტილის ფეხბურთელი ხართ?

- ძნელი სათქმელია, მე ძალიან სწრაფად ვმოძრაობ ბურთთან ერთად, ადვილად ვიმორჩილებ მას და აგრეთვე შემიძლია ვთქვა ტაქტიკური თვალსაზრისით კარგად ვარ გაწვრთნილი. უპირატესობას გუნდურ თამაშს ვაყენებ. ვისაც ჩემი თამაში ნანახი აქვს კარგად იცის, რომ ბევრს ვმუშაობ ჩემ თავზე. მოხარული ვარ რომ საშუალება მაქვს ჩემი თამაშით მადრიდის რეალის გულშემატკივრები გავახარო, ვეცდები ფანებს სანახაობრივი ფეხბურთი შევთავაზო.

- თქვენ გაგგქონდათ გოლები ბუნდეს ლიგაში იგივეს აკეთებთ ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ უფრო ცნობილი საგოლე პასებით ხართ. ვფიქრობ იგივეს გაკეთებას შეეცდებით მადრიდის რეალშიც.

- მართალი ხართ ბევრი ლამაზი გოლი მაქვს გატანილი როგორც ვერდერის ასევე გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ მზად ვარ ვითამაშო უფრო მაღალ დონეზე. მინდა მოვიგო ტიტულები და დავეხმარო გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში. ვფიქრობ ამ სეზონში დიდ წარმატებას ვიზეიმებთ. მსურს ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოტ, მადრიდის რეალს ამის ძალა ნამდვილად შესწევს.

- ბევრი უნდა იმუშაო ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად.

- ეს მე არ მაღელვებს, ვერდერშიც იგივე სიტუაიცა იყო და ჩემი აზრით ეს ნორმალურია იმ კლუბისათვის, რომელსაც დიდი მიზნები აქვს. მე ვეცდები საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინო ჩემი თავი, დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- ახლა ვისაუბროთ გერმანიის ნაკრებზე. სულ ცოტა ხნის წინ შენ წარმატებით ირჯებოდი 21 წლამდელთა ბუნდეს ნაკრებში, საბოლოოდ შენ ითამაშე მსოფლიოს ჩემპიონატზე და მაშინვე დაიმსახურე კრიტიკოსების კარგი შეფასება. შენი აზრით რატომ მოხდა ყველაფერი ასე სწრაფად?

- ბოლო ორი წლის მანძილზე დიდი პროგრესი განვიცადე და ნაკრების თავკაცობას ეს არ გამორჩენიათ. მსოფლიო თასზე გამოსვლის შემდეგ უფრო ცნობილი ფეხბურთელი გავხდი, თან ბუნდეს ნაკრებმა მესამე ადგილზე დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატი, ამან კიდევ უფრო განმითქვა სახელი.

- როდესაც ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდი მოგიწია 4-5 ახალი თანაგუნდელის წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ მათ ეთამაშე ამ მატჩის შესახებ...

- ძალიან კარგი თამაში იყო და სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ესპანეთი იმსახურებდა გამარჯვებას და მსოფლიო თასიც ღირსეულად მოიგეს.

- ლა ლიგა განსხვავდება ბუნდეს ლიგისაგან. გააქვთ ნანახი ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები?

- ყოველთვის ვუყურებ დერბის, ელ კლასიკოს და მადრიდის რეალის თამაშებს ისეთი ტიტულოვანი გუნდების წინააღმდეგ, მაგალითად როგორიც არის ბარსელონა. თუმცა ბევრი მატჩის ყურებას ვერ ვახერხებდი, რადგან იგივე დროს მეც მიწევდა თამაში. ლა ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტურნირია და მიხარია, რომ აქ მომიწევს თამაში.

- თქვენი აზრით რა განსხვავებებია მათ შორის?

- უფრო რთულია აქ თამაში, იმიტომ რომ აქ თამაშობენ რონალდოს და კაკას მსგავსი მსოფლიო კლასის ფეხბურთელები.

- მოგვიყევით ცოტა რამ საკუთარი თავის შესახებ.

- თავისუფალ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ. მე მათ ვნახულობ მაშინვე, როდესაც ამის შანსი მაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახის კაცი ვარ. თუ დრო მაქვს მეგობრებთან ერთად კინოს ვუყურებ ან ოჯახის წევრებთან ერთად ვერთობი, საღამოობით კი დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას.

- თქვენი ოჯახი წარმოშობით თურქეთიდან არის, მაგრამ თქვენ გელზენკილხენში (გერმანიაში) დაიბადეთ.

- ჩემი თურქული ფესვებით ძალიან ვამაყობ. მე ჩემი ოჯახის მესამე თაობა ვარ, რომელიც გერმანიაში დაიბადა და თავს გერმანელად ვთვლი, რადგან იქ გავჩნდი და გავიზარდე. მე ორივე ქვეყნის შვილად ვთვლი თავს და დარწმუნებული ვარ ორივე მხარე მისურვებს საუკეთესოს მადრიდში.

- როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ესპანეთში?

- აქაურობა ძალიან მომეწონა, ამინდიც ხელს მიწყობს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. მიხარია, რომ მადრიდი ჩემი ახალი სახლია.

- რა შტაბეჭდილებები დატოვა თქვენზე სანტიაგო ბერნაბეუმ და რეალ მადრიდ სიტიმ?

- ბერნაბეუ ბრწყინვალეა და დარწმუნებული ვარ ატმოსფერო აქ შესანიშნავი იქნება. იგი ვერდერის სტაიონზე გაცილებით დიდია.

- გსურთ რამე უთხათ გულშემატკივრებს?

- მინდა მათ ვუთხრა, რომ ბოლომდე დავიხარჯები მადრიდის რეალისათვის. დარწმუნებული ვარ შესანიშნავი სეზონი გვექნება როგორც ეროვნულ ასევე ევრო ტურნირებზე. dle 10.1

  • SunSay
  • 20 აგვისტო 2010
  • 1621
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)