ანჩელოტი:„თუ ამას გავაკეთებთ „ბარსას“ მოვუგებთ და ფინალში გავალთ“

კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდი ძალიან კარგად განწყობაზეა. „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებაში შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ და გვჯერა, რომ „ელ კლასიკოში“ გაცილებით მრავალმხრივები ვიქნებით. ფინალში გასვლა გვსურს და ამისთვის ყველაფერი უნდა ვიღონოთ.“

„კროოსი და მოდრიჩი ხელშეუხებელი მოთამაშეები არიან, მათ სტატუსზე საუბრის დრო ახლა არ არის. არ ვიცი, ორივე სასტარტოში იქნება თუ არა „ბარსელონას“ წინააღმდეგ, ვინაიდან ჩვენ სათადარიგოთა სკამზეც გვჭირდება რესურსი, რათა მეორე ტაიმში კიდევ უფრო სოლიდურები გავხდეთ, ამას ემატება გარემოება, რომელიც დამატებით დროს ითვალისწინებს, შესაძლებელია 90 წუთზე მეტის ჩატარება მოგვიწიოს.“

„არ ვფიქრობ, რომ მომავალი „ელ კლასიკო“ ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა დაპირისპირებას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. მადრიდული გრანდისთვის „კამპ ნოუზე“ გამარჯვება ფინალის საგზურის მომტანი იქნება, ამიტომ განსაკუთრებულად მოვემზადებით.“

„ბოლო 2 კლასიკოში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო წავაგეთ. მე ვეცდები, საუკეთესო თერტმეტეულია ავარჩიო და კარგ შედეგზე გავიდე.“

„ზეწოლა დიდია, აქედან გამომდინარე, ვეტერანების ჩართულობა და მათი გამოცდილება ფასდაუდებელია. ამ დაპირისპირებაში ფინალისტის ბედი წყდება და ამით ყველაფერია ნათქვამი.“

„მარცხენა მცველის პრობლემა გვაქვს, მაგრამ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს როდრიგო უტევს, თუ ვალვერდე. სცენარი ხშირ შემთხვევაში იცვლება ხოლმე.“

„ჩვენ არ ვაპირებთ გაგიჟებას, იდეა სრულფასოვანი თამაშის ჩატარებაა, რომელიც გუნდს ფინალში გაიყვანს, სხვა ამოცანა არ გვაქვს.“

„ჩემი მომავალი? ამაზე საუბარი აღარ მსურს. უკვე იცით, რომ თუ „რეალი“ გამიშვებს, ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ხოლო თუ დავრჩები, ბოლომდე ვირძუნებ ჩემი ფეხბურთელების წარმატებისთვის.“

„ის, რომ რამდენიმე ფეხბურთელთან კონტრაქტი გვეწურება, მათ მოტივაციაზე უარყოფითად არ აისახება, რადგან ყველამ იცის, რომ ხელშეკრულებების გახანგრძლივების დრო დადგება, ჩვენ ახლა თავიდან ბოლომდე სეზონზე ვართ ორიენტირებულები.“

„რუდიგერის ფაქტორი მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია, რომ გერმანელმა მწყობრში ჩადგომა მოასწრო, ის ძალიან მაღალი კლასის მცველია.“

„ჩუამენისა და კამავინგაზე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ზოდად სასტარტოში მოხვედრას 15-16 ფეხბურთელი იმსახურებს, მაგრამ მწვრთნელი იმისთვის ვარ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში იდეალურ გადაწყვეტილებამდე მივიდე.“

„როგორ უნდა ვუთხრა კროოოსს ან მოდრიჩს, რომ სასტარტოში არ ვაყენებ? მათთან კომუნიკაცია რთული საერთოდ არის, ორივე პროფესიონალია.“

„თამაშს მცირე დეტალები განსაზღვრავს. დიახ, ჩავის გუნდს ანგარიშში უპირატესობა აქვს, მაგრამ ფავორიტად არ მივიჩნევ, ყველაფერი მატჩში გამოჩნდება.“

„ჩავიმ ბოლო 3 მატჩში დამამარცხა, ახლა კი ვფიქრობ, რომ ჩემი დრო მოვიდა და გამარჯვებული ანჩელოტი უნდა გახდეს. თუ ფეხბურთელები შესაძლებლობებს სრულად გამოავლენენ, „ბარსელონელების“ დამარცხებას შევძლებთ, ამის მჯერა.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 აპრილი 2023
  • 2187
  • 2

1

5 აპრილი 2023 06:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 859
ნახევარი გუნდი არ ყავს რა ამას და იმას თუ გააკეთებ შეჩემა სახლშიც რო დარჩე მაინც უნდა მოუგოთ მაგრამ რაღაც ამოუხსნელი ხდება თქვენ თავს კარლიტო როცა ბარსელონას ეთამაშებით😃
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე🖤🖤🖤

2

5 აპრილი 2023 19:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფეხებს ვერ მოჭამ ბარსას პაპა კარლოო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)