ვალდანო:„ფლორენტინო პერესს დღემდე ბაძავენ“

ხორხე ვალდანომ ფლორენტინო პერესის პოლიტიკაზე, მის ცვლილებასა და გარდამავალ ეტაპზე ისაუბრა...


„ის, რაც ფლორენტინო პერესმა 20 წლის წინ გააკეთა, დღემდე ბევრი გუნდისთვის მისაბაძია. „გალაქტიკო“, რომელიც მაშინ შეიქმნა და მარკეტინგული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იყო, ბევრი ბიზნესმენისთვის მისაბაძი და სამაგალითო გახდა.“

„მაშინ არ არსებობდა კომუნიკაციის ბევრი ინსტრუმენტი, რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი, სხვა შემთხვევაში, „ბლანკოსის“ შემადგენლობა კიდევ უფრო მეტი პოპულარობით ისარგებლებდა.“

„ერთ ეტაპზე გუნდში რონალდო, რაული, ფიგუ, ბექჰემი, ზიდანი და რობერტო კარლოსი ერთად თამაშობდნენ და ამით ნამდვილად ყველაფერია ნათქვამი.“

„ფლორენტინო პერესის პროექტმა ბევრი ასპექტეში ვერ გაამართლა, მაგრამ „გალაქტიკომ“ შექმნა პრეცენდენტი, რომელსაც ჯაჭვური რეაქცია ჰქონდა და „რეალის“ ეკონომიკაზეც დადებითად იმოქმედა.“

„„რეალი“ პრეზიდენტმა მმართველობის მეორე ეტაპიც ხმაურიანი ტრანსფერებით დაიწყო, მაგრამ ეტაპობრივად ბევრი რამ შეცვალა და აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა.“

„დღეს „რეალი“ აღარ არის გუნდი, რომელიც ტრანსფერებში ყველაზე დიდ თანხას ხარჯავს. დღეს სამეფო კლუბის აღზრდილად ითვლებიან ვინისიუსი, როდრიგო, ასენსიო, ფედერიკო ვალვერდე და სხვა ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც კოლექტივში ამინდს ქმნიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

„დიახ, ჩვენ ვართ ეპოქაში, სადაც „ბლანკოსის“ მიერ 40 და 50 მილიონად შეძენილი ფეხბურთელების ფასი 150 მილიონ ევროს გასცდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 აპრილი 2023
  • 900
  • 3

1

1 აპრილი 2023 19:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1182
კიდევ თქვენა ხართ გუნდი რომელიც ბეილს ზღაპრულ თანხებს უხდიდა სანამ ის გოლფით ერთობოდა, თქვენა ხართ გუნდი რომელსაც ლა ლიგის ყველაზე მაღალხელფასიანი აზარი მუდმივად სათადარიგოზე გიზით.

2

1 აპრილი 2023 21:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1993
მეგობარო ბეილმა თავისი სიტყვა თქვა რეალის ისტორიაში და რეალის ლეგენდებში სამართლიანად ჩაეწერა. ...უელსელს ძალიან კარგი კარიერა ჰქონდა რეალში.👍👍👍💪💪💪💪

3

2 აპრილი 2023 00:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
მაგ ბეილს 5 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, ბარსას რამდენი აქვს, შემახსენეთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)