ბაპტიშტა:„ანჩელოტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია“

ჟულიო ბაპტიშტამ კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა. „რეალის“ ექს ფეხბურთელი ასევე შეეხო რონალდოსთან ურთიერთობას და „ვალიადოლიდისა“ და „ბლანკოსის“ შერკინებას...


„თუ „რეალთან“ მოგება გსურს, შენს თავს უნდა აჯობო. მე ვფიქრობ, რომ „ვალიადოლიდის“ ყველა ფეხბურთელმა იცის სირთულეები, რომელიც სამეფო კლუბის წინააღმდეგ არსებობს, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს მდგომარეობა, რომელიც ახლა „თეთრებს“ აქვთ. ანჩელოტის კოლექტივი თავიდან ბოლომდე ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული, ვინაიდან ლა ლიგაში მცირე შანსი აქვს. სწორედ ამიტომ გამორიცხული არაფერია.“

„ის, რომ რონალდო ნაზარიო „ვალიადოლიდს“ მართავს, მე არაფერში მეხმარება. დიახ, ჩვენ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობა მისი წყალობით არ მიწევს. ნაზარიო ჩემგან შედეგებს ითხოვს. ჩემთვის მასთან მუშაობა ორმაგი პასუხისმგებლობაა.“

„ანჩელოტი? ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რომელმაც უამრავ ჩემპიონატში შეძლო საკუთარი სახელის დატოვება. კარლოს „ბლანკოსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული.“

„ბრაზილია საფეხბურთო ქვეყანაა. ადგილობრივები ბევრს ბჭობენ ამაზე. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მწვრთნელის დანიშვნა უფრო კარგ შედეგებს მოიტანს, ზოგიერთი კი ანჩელოტის კანდიდატურას მიესალმება. ამ საკითხთან დაკავშირებით გაუთავებელი საუბარი მიმდინარეობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 აპრილი 2023
  • 378
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)