ვინ შეცვლის მენდის მადრიდის „რეალში“?

მადრიდული გამოცემების ცნობით, ფერლან მენდის „რეალიდან“ წასვლა გადაწყვეტილია...


ვინ შეცვლის ფრანგ ფეხბურთელს სამეფო კლუბის რიგებში? რეალურად, ამ ეტაპზე გუნდში სხვა მარცხენა მცველი არავინაა.

გასაგებია, რომ კამავინგას და დავიდ ალაბას აღნიშნულ პოზიციაზე ძალები მოუსინჯავთ, მაგრამ შორსმიმავალი გეგმების მიხედვით, მათ ფსონის გაკეთება სწორი არ არის.

უკვე ცნობილია, რომ ფრან გარსია ახალი სეზონიდან „ბლანკოსის“ ღირსებას დაიცავს, თუმცა ეს პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს, სწორედ აქედან გამომდინარე, „რეალი“ სერიოზულ მუშაობას იწყებს ტეო ერნანდესის ტრანსფერზე, რომელიც „მერენგების“ რიგებში ზიზუს მმართველობის დროს თამაშობდა, თუმცა გუნდში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო.

დღესდღეობით ტეო „მილანისა“ და საფრანგეთის ნაკრების შეუცვლელი წევრია და საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ.

„ას“-ის და კიდევ რამდენიმე გამოცემის ცნობით, მენდის სანაცვლოდ მიღებული თანხიდან „ბლანკოსი“ აუცილებლად გამოყოფს ბიუჯეტს ტეოს ტრანსფერისთვის. dle 10.1

  • Hala
  • 1 აპრილი 2023
  • 870
  • 1

1

1 აპრილი 2023 12:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9055
ალაბას მოუსინჯავს თურმე მარცხენა მცველად ძალები 😁😁

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)