რაულ მადრიდ

ამ სტატიაში მინდა "რეალის" უკვდავ ლეგენდაზე, რაულ გონსალეს ბლანკოზე ვისაუბრო.მე ჯერ კიდევ ვერ წარმომიდგენია რაული "რეალის" გარეშე და "რეალი" რაულის გარეშე.გონსალესი მადრიდის ატლეტიკოს სკოლაში აგორებდა ბურთს, მაგრამ ეს სკოლა დაიხურა და ელ კაპიტაო "რეალში" გადავიდა.მის მერე რაული მადრიდის ანგელოზი გახდა.ყველაფერი 1994 წელსს დაიწყო.


რაულის აღზევება

1994 წელი იყო"რეალის" მაშინდელმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ აღმოაჩინა ახალგაზრდა ესპანელი.1994 წლის 29 ოქტობერს რაულის დებიუტი შედგა.მატჩის წინ ვალდანომ რაულს უთხრა:“მისმინე ბიჭო, ოღონდ გული არ წაგივიდეს, ხვალ თამაშობ”!!.იმ წუთას რაულზე ბედნიერი ადამიანი არავინ იყო.მიუხედავად იმისა,რომ "ბლანკოსი" იმ შეხვედრაში სარაგოსასთან დამარცხდა, რაული მაინც მთავარი გმირი იყო.გონსალეს აქებდნენ და ადიდებდნენ, მაგრამშემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

რაულის დაცემა

დაიწყო რაულის კრიტიკა.მწვრთნელიც აღარ ენდობოდა ელ კაპიტანოს და ამბობდა, რომ რაული მილიონებით იყო გამძღარი და ფეხბურთი აღარ აინტერესებდა.ვისაც არ ეზარებოდა ყველა აკრიტიკებდა რაულიტოს.ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდოდათ და საშინელი ბრალი დასდეს რაულს.ისინი აცხადებდნენ, რომ რაული ნაკროტიკებს იღებდა და გამუდმებით სვამდა.პატარა გონსალესიც აგრესიული გახდა.იმ დროს რაულმა ჟურნალისტებს განუცხადა:”მე მარტო წყალს ვსვამ”. სიტუაციდან რაულიტო მაინც გამოვიდა, რაც მისი ცოლის დამსახურებაა.

მადრიდის ანგელოზი

ფოტომოდელი სანსი და რაული დაქორწინდნენ რის შემდეგაც გონსალესი გამოიცვალა.ესპანელი ბევრჯერ ახერხებდა მადრიდისტების გულის გახარებას.ამიტომაც იყო მისი კალიცო ყოველთვის ყურადღების ცენტრში. იგი მადრიდის ანგელოზი იყო.

ეროვნული ნაკრების დასასრული

2006 წლიდან რაულს ნაკრებში ლუის არაგონესი აღარ იძახებდა.რაულს ესპანეთის ნაკრებისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული.ჟურნალისტები არაგონეს აკრიტიკებდნენ, მაგრამ იგი მაინც ჯიუტად არ იძახებდა ბლანკოსს.ასე და ამგვარად რაულისთვის ნაკრების კარი დაიხურა.გონსალესი დღემდე საუკეთესო ბომბარდირი არის ესპანეთის ნაკრების 44-ი გოლით

რაულის ბოლო წლები მადრიდში

2007 წელს ”რეალის” თავკაცი იტალიელი ფაბიო კაპელო გახდა.იმ დროს გუნდში რუდ ვან ნისტელროი ჩაირიცხა.რაულის და ნისტელროის დუეტი შესანიშნავი იყო. რაულიტო ახერხებდა გოლების გატანას.წლის ბოლოს იგი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. კაპელომ დატოვა გუნდი და მის მაგივრად სათავეში გუნდს ბერნდ შუსტერი ჩაუდგა.რაული შესაძლოა ძველებურად იმდენ გოლს ვეღარ იტანდა,მაგრამ იგი მაინც ახერხებდა გოლების გატანას.ბოლო ორი წელი რაულისთვის ყველაზე ცუდი გამოდგა.ჯერ იყო და ”რეალი” ენფილდზე განადგურდა 4-0 შემდეგ კი სანტიაგო ბერნაბეუზე ”ბარსელონასთან” სამარცხვინო მარცხი2-6.გასულ სეზონში კი გუნდს სათავეში მანუელ პელგრინი ჩაუდგა და რაული სათადარიგო სკამზე დასვა.გონსალესმა 5გოლის გატანა მოახერხა. რაულის ბოლო გოლი ბედიწერა იყო, რადგანაც სადაც ესპანელის დებიუტი შედგა იქვე ითამაშა ბოლო თამაში მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელის რანგში.იმ შეხვედრაში კოჭლმა რაულმა გოლი გაიტანა.ეს გოლი კი თითოეული მადრიდისტასთვის ბევრს ნიშნავდა.ბოლოს კი გუნდში ჟოზე მოურინიო მოვიდა და ახალი ერაც დაიწყო.გუნდი რაულმა და გუტიმ დატოვა.ალბათ ვერვაინ წარომიდგენდა იმას, რომ მადრიდის ანგელოზი ოდესმე სამეფო კლუბს დატოვებდა, მაგრამ ეს მოხდა.დღეს კი ”რეალის” ლეგენდა შალკეს მაისურით აგორეს ბურთს.

რაულის მიღწევები

5 ლა ლიგა _ 1994-1995, 1996-1997, 2000-2001, 2002-2003, 2006-2007

3 ესპანეთის სუპერ თასი _ 1997, 2001, 2003

3 ჩემპიონთა ლიგა _ 1997-1998, 1999-2000, 2001-2002

1 ევროპის სუპერ თასი _ 2002

2 კონტინენტთა შორია თასი _ 1998, 2002

2 ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი _ 1998-1999, 2000-2001

2 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი _ 1999-2000, 2000-2001

1 ვერცხლის ბურთი _ 2001

2 ბრინჯაოს ბუცი _ 1999, 2001

საუკეთესო ბომბარდირი IFFHS ვერსიით _ 1999

პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი 2007-2008

ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

აქვე ვიდეოები რაულზე.ვიდეოში ასევე არის რაულის ყველა გოლი ბარსელონას კარში.




dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)