გერმანელი ვუნდერკინდი - მესუთ ოზილი

რამოდენიმე დღისწინ, ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალმა“, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის აღმოჩენა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი ფეხბურთელი, თურქული სისხლის გერმანელი ვუნდერკინდი, მესუთ ოზილი, ბრემენის „ვერდერიდან“ 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის შესყიდვას, უამრავი ევროპული გრანდი ცდილობდა (მათ შორის კატალონიის „ბარსელონაც“), თუმცა როგორც ყოველთვის, სატრანსფერო პოლიტიკაში მადრიდის „რეალის“ სელექციონერებმა იმარჯვეს და ოზილს „თეთრი“ მაისური მოარგეს.


გერმანელი ვუნდერკინდი - მესუთ ოზილი
როგორც გაირკვა, მესუთ ოზილის გვარს, გერმანიაში და თურქეთში სხვადასხვანაირად გამოთქვავენ. საქმე იმაშია, რომ გერმანელები, მესუთს მოიხსენიებენ, როგორც „იო“-ზილ, ხოლო თურქები, როგორც „ო“-ზილ. ალბათ ის ამბავი, რომ ოზილი ‘ნატურალიზებული’ გერმანელია, უცხო არავისთვის არ გახლავთ. მესუთი მესამე თაობის ემიგრანტია, მისი მამა (მუსტაფა ოზილი) გერმანიაში გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ოზილი თურქული წარმოშობის გერმანელია, იგი „ბუნდესნაკრებში“ ასპარეზობს და შეიძლება ითქვას, თურქეთთან არაპირდაპირი გზით არის დაკავშირებული ანუ მესუთი სულით - თურქია, ხორცით - გერმანელი.

ოზილი დასავლეთ გერმანიაში, გელზენკირხენში, კერძოდ კი ბისმარკში დაიბადა. მესუთი გერმანიის მიწაზე გაიზარდა და სწორედ აქ ჩამოყალიბდა, როგორც ნამდვილი ფეხბურთელი. ოზილი თავის ინტერვიუში ამბობს - „ჩემში, როგორც ფეხბურთელში, სათამაშო ტექნიკა და ბურთის მგრძნობელობა, თურქული გენიის შედეგია, ხოლო დისციპლინა და საქმისადმი დამოკიდებულება გერმანული აღზრდის...“
გერმანელი ვუნდერკინდი - მესუთ ოზილი
მესუთი, გელზენკირხენის ერთ ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობდა. ბისმარკი ცნობილია თავისი საფეხბურთო სკოლით, ამ პატარა ქალაქმა გერმანულ ფეხბურთს, არამარტო ოზილი, არამედ 70-იანი წლების ლეგენდარული მოთამაშე რაინჰარდ ლიბუდუც აჩუქა. მესუთმა გელზენკირხენულ კლუბებში 5 წელი გაატარა, შემდეგ ბრემენის „ვერდერის“ მაისური მოირგო და გერმანულ ფეხბურთში ოფიციალურად შეაბიჯა...

ბრემენელებმა, გელზენკირხენული მარგალიტი ხელში 4 მილიონ ევროდ ჩაიგდეს. დასაწყისში, ოზილს ბრემენულ გრანდში ფეხის მოკიდება გაუჭირდა... პირველ სეზონში მან თავისი პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა, მაგრამ ტომას შააფი („ვერდერის“ მწვრთნელი), ახალგაზრდა ფეხბურთელს ბოლომდე ენდო და მისგან კარგი მოთამაშე დააყენა. მესუთი კარგი მოთამაშის სტატუსით მხოლოდ 1 წლის განმავლობაში სარგებლობდა, შემდეგ უკვე ოზილი ძალიან კარგი მოთამაშე გახდა, დღეს კი მესუთი მადრიდის „რეალში“ ირიცხება, როგორც მომავალი ვარსკვლავი...
გერმანელი ვუნდერკინდი - მესუთ ოზილი
მას შემდეგ, რაც „ვერდერის“ რიგები, გუნდის უდავო ლიდერმა, ბრაზილიელმა დიეგომ დატოვა, გუნდში ფლეიმეიკერის ადგილი განთავისუფლდა. ეს იყო მესუთ ოზილის შანსი, რათა ყველასთვის ეჩვენებინა, თუ რა შეუძლია, გამოევლინა თავისი პოტენციალი და დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, თუ რაოდენ მაღალი კლასის ფეხბურთელია. ოზილმა ნამდვილად გაამართლა, მან თავის პირველ, სრულფასოვნად ჩატარებულ სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა, მას სეზონის ბოლოს 9 გატანილი გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, რაც 20 წლის ფეხბურთელისთვის ურიგო შედეგი ნადმვილად არ გახლდათ.

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იახიმ ლოვს, არ გამოპარვია ახალგაზრდა ფეხბურთელის კარგი თამაში საკლუბო დონეზე. გერმანელი ჟურნალისტები ხშირად ამბობენ, როდესაც ლოვმა პირველად იხილა მესუთის თამაში, თქვა - „თუ ეს ბიჭი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს, იგი უთუოდ გაიბრწყინებს...“ ლოვმა თავის სიტყვებს ნათელი მოჰფინა და მესუთი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ოზილმა გულშემატკივარს იმედები ნამდვილად გაუმართლა, მუნდიალზე ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა განის ეროვნული გუნდის კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რომელმაც „ბუნდესნაკრებს“ გამარჯვება მოუტანა. ამ ულამაზესი გოლის გარდა, მესუთმა ჩვეულ სტილში 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, ორი ავსტრალიის, ერთი ინგლისის და ერთიც ანრგენტინის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.
გერმანელი ვუნდერკინდი - მესუთ ოზილი
მიუხედავად იმისა, რომ ოზილი მუსულმანია, მას გერმანელ ხალხთან პრობლემები არასდროს შეჰქმნია, პირიქით გერმანიაში მას ყველა დიდ პატივს სცემს, როგორც კარგ ფეხბურთელსა და პიროვნებას. მესუთი, ყურანს ხშირად კითხულობს, იგი თვილს, რომ რწმენა აძლიერებს გონებას, ცოდნა კი მას ანიჭებს ძალას...
ბრემენის „ვერდერის“ თილისმადქცეული, მესუთ ოზილი დღეს მადრიდის „რეალში“ ირიცხება. 21 წლის გერმანელი ფეხბურთელი, სამეფო კლუბის სელექციონერებს 15 მილიონი ევრო დაუჯდათ. მიუხედავად იმისა, რომ 15 მილიო ურიგო თანხა ნამდვილად არ გახლავთ, ცნობილი ესპანელი საფეხბურთო ექსპერტი, ალფრედო რელანო ამბობს - „საშუალო დონის ფეხბურთელში 15 მილიონი ევროს გადახდა, ცოტა ფული ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ოზილი უმაღლესი დონის ნახევარმცველია და არა ჩვეულებრივი, რიგითი ფეხბუთელი... აი ასეთ მოთამაშეში გადახდილი თხუთმეტი მილიონი კი ნამდვილად ცოტაა.“

ბევრი ფიქრობს, რომ ოზილის ‘გამადრიდისტება’, რაფაელ ვან დერ ვაარტსა და სერხიო კანალესს დააზარალებს, თუმცა ჟოზე მაურინიო სხვა აზრზე დგას – „ოზილი შემოქმედებითი ფეხბურთელია, ლასისა და გაგოსგან განსხვავებით იგი ფოკუსირებულია შეტევაზე. მესუთი, სერხიო კანალესის სტილის მოთამაშეა, ჩვენ კი ასეთი ფეხბურთელების ნაკლებობას განვიცდით. ამჟამად, ჩემი გუნდის მთავარი პრობლემა ბურთის კონტროლია, რომელსაც ვფიქრობ სწორედ მესუთ ოზილი მოაგვარებს.“


By Kevlisha... dle 10.1

  • kevlisha
  • 19 აგვისტო 2010
  • 3819
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)