სჭირდება თუ არა ოზილი მოურინიოს?

როდესაც მადრიდის ჟურნალ-გაზეთებში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მადრიდის რეალს სურს რომელიმე ფეხბურთელის შეძენა, ამ მოთამაშეზე ფასი ავტომატურად იზრდება, რაც გასულ სეზონში სამეფო კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დახარჯული თანხიდანაც კარგად ჩანს, თუმცა მოურინიოს მოსვლის შემდეგ ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაწყდა, თუ არ ჩავთვლით დი მარიაში გადახდილ 25 მილიონს, სამეფო კლუბი მიმდინარე სეზონში უფრო იაფად "ჩარხავს ტრანსფერებს".


მადრიდის რეალის ბოლო შენაძენი მესუთ ოზილი არის, იგი ჯერ მხოლოდ 21 წლის არის და მას ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მან ექსპერტთა ყურადღება ჯერ კიდევ ევროპის 21 წლამდელთა ტურნირზე მიიპყრო, თუმცა მისი ტალანტი ყველაზე მეტად მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლინდა და მისი სამსახურით ევროპის გრანდები დაინტერესდნენ. მის სახელს უკავშირებდნენ როგორც არსენალს, ასევე მანჩესტერ იუნაიტედს. აგრეთვე ერტი პერიოდი ვრცელდებოდა ჭორები, რომ გერმანელმა კატალონიურ ბარსელონასთანაც კი გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ საბოლოოდ თურქული წარმოშობის ფეხბურთელმა სამეფო კლუბში ამოყო თავი. "თეთრებს" ეს ტრანსფერი სულ რაღაც 15 მილიონი დაუჯდათ, რაც არც თუ ისე დიდი თანხაა ამ დონის ფეხბურთელისათვის.

"გერმანელი ინიესტა" (როგორც მას "სამშობლოში" უწოდებენ) არ აპირებდა ვერდერის დატოვებას, მაგრამ მის ტრანსფერში დიდი როლი მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ითამაშა, მან ტრანსფერის მიზეზი შემდეგი სიტყვებით ახსნა: "ოზილი არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მადრიდის რეალში თამაში 10 წლის განმავლობაში."

მაგრამ ჩნდება კითხვა სად უნდა ითამაშოს ოზილმა მოურინიოს ფორმაციის რეალში? სავარაუდოდ ფეხბურთელის ტრანსფერი მომავალ წელს უფრო გამართლებული იქნებოდა, რადგან მას უმთავრდებოდა კონტრაქტი ბრემენულ კლუბთან და სრულიად უფასოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებოდა მადრიდის რეალს. თან ამ დროისთვის სამეფო კლუბი გაარკვევდა რომელი ფლეიმეიქერი უფრო საჭირო არის გუნდისათვის კაკა თუ ვან დერ ვაარტი და ოზილსაც უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა. თუმცა ოზილის პლიუსი ის არის, რომ მას მხოლოდ გამთამაშებლის პოზიციაზე არ შეუძლია თამაში იგი უნიკალურია და მისი გამოყენება ფლანგზეც შეიძლება.

სანამ კაკა ტრავმისგან ინკურნება, ოზილს ერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელით ნაკლები კონკურენტი ყავს, მაგრამ რიკის შესახებ რომ დავივიწყოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ "თეთრების" რიგებში ირიცხება ვან დერ ვაარტი, რომელმაც გასულ სეზონში სრულფასოვნად შეცვალა ბრაზილიელი ვარსკვლავი. აქედან გამომდინარე მესუთს დიდი ძალისხმევა მოუწევს ძირითადში ადგილის დასამვიდრებლად სანამ კაკა დაბრუნდება. სტანდარტთან გატანილი ჯარიმით ვან დერ ვაარტმა დაამტკიცა, თავისი მაღალი ოსტატობა და მოურინიოს შექებაც დაიმსახურა.

აგრეთვე გასათვალისწინებელია სერხიო კანალესის ფაქტორი, ახალგაზრდა ესპანელმა უკვე მოიპოვა გულშემატკივრებისა და მწვრთნელის მოწონება და თუ მესუთი და სერხიო ერთმანეთს დაუწყვილდებიან ნახევარდაცვის ცენტრში, შესაძლოა მივიღოთ ბარსელონას მიერ კარგად ნაცადი მოდელი, რომელიც ხავი-ინიესტაზეა აგებული და აქვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ორი ფეხბურთელი მომავალში შექმნის შესანიშნავ დუეტს, რაც მოუტანს დიდ წარმატებას მადრიდის რეალს. მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ ოზილს და კანალესს ერთად მოუწევთ ძირითად შემადგენლობაში თამაში? ან თუ ითამაშებენ რა ვიცით, რომ ისინი ისევე შეეწყობიან ერთმანეთს, როგორც ხავი და ინიესტა?

მოურინიოს განცხადებიდან გამომდინარე კი ჩანს, რომ კანალესსა და ოზილს ცენტრში ერთად თამაში არ მოუწევთ.

"კანალესი ჯერ კიდევ ბავშვია, თუმცა დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად ართმევს თავს, თუ მან ასე განაგრძო ბევრჯერ გავა მოედანზე. რაც შეეხება ოზილს ის მსგავსი ფეხბურთელია, მაგრამ მას ძირითად შემთხვევაში მარცხენა ფლანგზე თამაში მოუწევს."

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ნათლად გამოხატა თავისი შეხედულებები, მისი განცხადებით ყველა ფეხბურთელს ექნება თავის გამოჩენის საშუალება მიმდინარე სეზონში, რადგან მადრიდის რეალი სამივე ტიტულისათვის აპირებს ბრძოლას.

კაკას დაბრუნების შემდეგ შესაძლოა ბრაზილიელი დაუბრუნდეს იმ პოზიციას, რომელზეც იგი მილანში გამოდიოდა და მოგვევლინოს მეორე თავდამსხმელის რანგში, სწორედ ამ პოზიციაზე ასპარეზობისას მოიგო რიკიმ ოქროს ბურთი, ამიტომ გამთამაშებლის ადგილი თავისუფალი რჩება და მისთვის ვან დერ ვაარტი, კანალესი და ოზილი იბრძოლებენ.

თუმცა სანამ კაკა დაბრუნდება მოურინიოს საკმარისი დრო ექნება, რათა გამოავლინოს რომელი უფრო მოერგება ამ პოზიციას. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "ფეხბურთელი, რომელიც ფიქრობს, რომ მისი ადგილი რეალში არ მოიძებნება ფსიქოლოგიურად არ არის მზად აქ სათამაშოდ, ამიტომ მას "ბლანკოსში" არავინ აკავებს."

სავარაუდოდ მოურინიოს გერმანელი ფეხბურთელი სჭირდებოდა რეალში ზიდანის წასვლის შემდეგ ყველაზე სუსტი პოზიციის გასაძლიერებლად, თუ მესუთმა ისეთივე კრეატიულობა და შრომისმოყვარეობა გამოიჩინა რეალში, როგორც ეს მსოფლიო ჩემპიონატზე გააკეთა, მას ბერნაბეუს მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, ეს კი ერთეულებმა შეძლეს, ხოლო თუ ოზილის ტრანსფერმა გაცემული ავანსები გაამართლა, ბარსას ჰეგემონიას ბოლო სულ რაღაც 15 მილიონად მოეღება. dle 10.1

  • SunSay
  • 19 აგვისტო 2010
  • 1692
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)