აზარი ბრაჰიმს ბლოკავს

მიუხედავად იმისა, რომ აზარს ფაქტობრივად არ ეძლევა სათამაშო წუთები, ფეხბურთელი „რეალის“ დატოვებას არ აპირებს.


როგორც ბელგიელმა შემტევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მისი სურვილია სამეფო კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ბოლომდე შესრულება, რაც 2024 წლის ზაფხულამდე გულისხმობს გუნდში დარჩენას.

უკანასკნელად, „შვიდიანი“ 4 იანვარს გამოჩნდა მოედანზე. მან ქვედალიგელ „კასერენიოსთან“ დაპირისპირებას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 67 წუთი გაატარა საქმეში. ამის შემდეგ კი, უშედეგოდ ელოდება მეორე შანსს.

ამჟამინდელ ფორმაციის „რეალში“ აზარი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 15 მლნ. ევროს შეადგენს.

AS-ის ინფორმაციით, თუ ედენი მომდევნო სეზონის წინ „ბლანკოსის“ რიგებს არ შეელევა, ამან შეიძლება დაბლოკოს ისეთი ფეხბურთელის გუნდში დაბრუნება, როგორიც ბრაჰიმ დიასია, რომელსაც 30 ივნისს „მილანთან“ ეწურება საიჯარო ხელშეკრულება. ამასთანავე, თუ განაცხადში ადგილი არ გათავისუფლდა, ანჩელოტი რთულად შეძლებს ისეთი მოთამაშის დაწინაურებას, როგორიც არიბასია.

უკვე გადაწყეტილია, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ მარიანო დიასთან, თუმცა მის ადგილს ალვარო როდრიგესი დაიკავებს. ამ უკანასკნელმა უკვე დიდი საქმე გააკეთა მადრიდულ დერბიში ქულის გადარჩენით.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)