"რეალმა ძალიან სარფიანი ტრანსფერი განახორციელა"

ცნობილი ესპანელი საფეხბურთო ექსპერტი, ალფრედო რელანო, მესუთ ოზილის 'გამადრიდისტებას' გამოეხმაურა, რელანოს განცხადებით, მადრიდის "რეალმა" ბრწყინვალე ტრანსფერი განახორციელა, რომელიც სამეფო კლუბს მოთამაშის გაბარიტების მიხედვით საკმაოდ იაფი, 15 მილიონი ევრო დაუჯდა.


"მადრიდის 'რეალის' დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ბრემენის 'ვერდერმა' საბოლოოდ გადაწყვიტა, გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, მესუთ ოზილის გასხვისება. საშუალო დონის ფეხბურთელში 15 მილიონი ევროს გადახდა, ცოტა ფული ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ოზილი უმაღლესი დონის ნახევარმცველია და არა ჩვეულებრივი, რიგითი ფეხბუთელი... აი ასეთ მოთამაშეში გადახდილი თხუთმეტი მილიონი კი ნამდვილად ცოტაა. სამეფო კლუბის მესვეურები, მადრიდელ სელექციონერებს უნდა უმადლოდნენ, რადგან მათ ხელში 'მარგალიტი' ჩაიგდეს. მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელებს შეუძლიათ, ოზილი რომელიმე კლუბში გაანათხოვრონ და უკან გამოცდილებით აღსავსე მოთამაშე დაიბრუნონ, მაგრამ რატომღაც არამგონია ჟოზე გერმანელ ფეხბურთელს შეელიოს. სავარაუდოდ, ოზილი მომავალ სეზონს გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს."

"ერთი შეხედვით, სამეფო კლუბი უმაღლესი დონის ნახევარმცელებით დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ მიუნხენის 'ბაიერნთან' მატჩში კარგად გამოჩნდა მათი სისუსტეები. მადრიდელ ფეხბურთელებს ფანტაზია აკლიათ, რომელსაც მესუთ ოზილი შეავსებს. გერმანელი ფეხბურთელის 'გამადრიდისტება' გამოიწვევს, რაფაელ ვან დერ ვაარტისა და სერხიო კანალესის ძირითადი შემადგენლობიდან მოკვეთას... მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ახალგაზრდა კანალესსა და ვან დერ ვაარტს დააზარალებს, ოზილის ძირითად შემადგენლობაში თამაში გუნდის განმტკიცებასა და მისი შემტევი პონტეციალის გაზრდას შეუწყობს ხელს."

"მადრიდის 'რეალის', საყრდენი ნახევარდაცვის ხაზს, სამი ხედირა და ჩაბი ალონსო წარმოადგენენ. ეს ორი უმაღლესი კლასის ნახევარმცველი, მეტოქის წინააღმდეგ შესანიშნავად იბრძვის, ისინი თავის უშუალო მოვალეობას, მოწინააღმდეგის შეტევების ჩაშლას მარტივად ართმევენ თავს, მაგრამ თავს იჩენს მეორე პრობლემა, ბურთის კონტროლი... ჩემი აზრით, ამჟამად სამეფო კლუბის რიგებში ერთადერთი შემტევი ნახევარმცველი ირიცხება, რომელსაც ბურთის გაკონტროლება შეუძლია და ეს მოთამაშე გახლავთ, რიკარდო კაკა რომელსაც სამწუხაროდ ტრავმა აწუხებს. ვფიქრობ, ჟოზე მაურინიო აბსოლიტურად სწორად მოიქცა, მაშინ როდესაც მან, ბრემენის 'ვერდერიდან', მესუთ ოზილი გადმოიბირა. გარწმუნებთ, ამიერიდან მადრიდელთა თამაში უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდება, ვიდრე აქნობამდე იყო..."


ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 18 აგვისტო 2010
  • 1781
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)