ოზილი: "აქ ყოფნა მეამაყება"

მესუთ ოზილმა მადრიდის რეალის ფეხბურთელის რანგში პირველი პრეს-კონფერენცია გამართა.


"ყველაფერი გუშინ გადაწყდა და სიმართლე გითხრათ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ამგვარად დასრულდა."

"მე ვფიქრობ მადრიდის რეალში პროგრესს განვიცდი, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მე ყოველთვის კონცენტრირებული ვარ და ვმუშაობ ბევრს ჩემი თამაშის ხარისხის ასამაღლებლად და საბოლოოდ მივაღწიე იმ შედეგს, რომელზეც ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებდა, მოვირგე იმ კლუბის ფორმა, რომელსჰი თამაშიც მე მსურდა."

"მადრიდის რეალი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. მე მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, რომელსაც განვიხილავდი ჩემს მრჩეველთან ერთად და საბოლოოდ ეს არჩევანი გავაკეთე, რადგან მინდოდა მევარჯიშა მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ, ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მე ვესაუბრე მას და მირჩია სამეფო კლუბში გადმოსვლა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ საიდუმლოდ დარჩება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ტრანსფერში სწორედ ამან ითამაშა ყველაზე დიდი როლი."

ოზილი: "აქ ყოფნა მეამაყება"


"დარწმუნებული ვარ პროგრესირებას განვაგრძობ სამეფო კლუბში, გერმანიის ნაკრებში ასპარეზობამ დიდი გამოცდილება შემძინა, მაგრამ მადრიდის რეალი სხვა საფეხურია, აქ თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კრიშტიანო რონალდო და რიკარდო კაკა არიან. ეს ზეწოლას აძლიერებს, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათ გვერდით მომიწევს ასპარეზობა, რაც ჩემთვის დიდი პატივია."

"როდესაც ხედირა რეალში გადმობარგდა მას მივულოცე და აგრეთვე რამდენიმე კითხვა დავუსვი სამეფო კლუბის შესახებ, მან კარგად დაახასიათა გუნდი და მითხრა, რომ აქ ყველაფერი შესანიშნავია."

"ესპანეთში საუკეთესო გუნდები ასპარეზობენ, მადრიდის რეალი კი მსოფლიოში საუკეთესოა. ვეცდები მაქსიმუმი გავიღო და კარგი სეზონი ჩავატარო. მე აქ ტიტულების მოსაგებად გადმოვედი. ჩემპიონთა ლიგაც და ლა ლიგაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, შევეცდებით მოვიგოთ ყველაფერი, რადგან ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს."

"მოუთმენლად ველოდები როდის ჩავატარებ პირველ მატჩს. მე ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელი ვარ და ჩემი ნათესავებიც ყოველთვის მხარს მიჭერენ. მინდა ვუთხრა ყველა ახალგაზრდას იბრძოლონ თავიანთი იდეალებისათვის."

"მე ე.წ. "10"-იანი ვარ, მაგრამ არაერთხელ დამიმტკიცებია, რომ სხვა პოზიციებზეც შესანიშნავად შემიძლია ასპარეზობა. მზად ვარ 100 პროცენტით დავიხარჯო სამეფო კლუბისათვის." dle 10.1

  • SunSay
  • 18 აგვისტო 2010
  • 1539
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)