ანჩელოტი: „ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა“

კარლო ანჩელოტიმ „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა პრესკონფერენციაზე.


„კარგი და სრულყოფილი თამაში გამოდგა. გუნდმა შესანიშნავად დაიწყო ასპარეზობა და 90 წუთის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა.“

„ვნახოთ, ვინ გვერგება მეტოქედ. ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის მოგება და ამისათვის საჭიროა, მეოთხედფინალის, ნახევარფინალისა და ფინალის დაძლევა. მოხარული ვარ აღნიშნულ სტადიაზე 3 იტალიური გუნდის ხილვით. ეს პოზიტიური მოვლენაა ამ ქვეყნისთვის.“

„ბენზემას დაზიანება სერიოზული არ არის. ვფიქრობ, „ბარსელონასთან“ მატჩს მზადყოფნაში შეხვდება.“

„ჰგავს თუ არა ეს „რეალი“ იმ „მილანს,“ რომელშიც ვთამაშობდი? ჩვენ 2 სხვადასხვა გუნდზე ვსაუბრობთ, ორივეს თავისი ხასიათი აქვს. ამჟამინდელი ფორმაციის „ბლანკოსი“ თითოეულ ასპექტში ხარისხით გამოირჩევა. ამასთანავე, გამოცდილებითა და ენერგიით. ჩვენი გუნდი მეტად თანამედროვეა. განვლილ მატჩში მოდრიჩმა და კროოსმა შესანიშნავად იასპარეზეს. გუნდს ბურთის დაკარგვის მცირედი შიში ჰქონდა და მათ შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.“

„კამავინგა საკმაოდ კარგ პერიოდს გადის და ამას გრძნობს. ის მეტად ნაყოფიერია კროოსისა და მოდრიჩის გვერდით. ფრანგს აქვს წინ წასვლისა და დარტყმის პოტენციალი. მან შთამბეჭდავად ითამაშა.“

„ცვლილებების განხოცრიელება არ ვიჩქარე, ვინაიდან გუნდი შესანიშნავად გრძნობდა თავს. ეს უფლება მხოლოდ მატჩის შესაჩერებლად და მოსაგებად გამოვიყენე.“

„ტონის გარკვეული პრობლემები აქვს და ექიმთან უნდა გავიარო კონსულტაცია.“

„უკანა ხაზში სოლიდური შთაბეჭდილება დავტოვეთ. ჩვენ შემადგენლობაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სხვადასხვა პოზიციაზე ძალუძთ ასპარეზობა. ნაჩოს სახით განვლილ მატჩში ძალიან კარგი მარცხენა მცველი გვყავდა.“

„ჩემთვის ვინისიუსი მსოფლიოსი საუკეთესო მოთამაშეა. ის ყოველთვის ცდილობს ხიფათის შექმნას და არავის უშინდება.“

„შარშანდელი სეზონის შედეგებიდან გამომდინარე, ახლა გაცილებით თავდაჯერებულნი ვართ, რაც მერვედფინალურ დაპირისპირებებშიც იგრძნობოდა. მეტად ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ორივე შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარეთ. მომდევნო ეტაპზეც შესანიშნავ კლუბებთან მოგვიწევს ჭიდილი. ჩემპიონთა ლიგა რთული ტურნირია. საჭიროა ბოლო წუთამდე ბრძოლა.“

„შედეგი მოაქვთ ფეხბურთელებს. მათი ინტელექტი, ვეტერანების თავმდაბლობა და ახალგაზრდების მოთმინება მნიშვნელოვანი კომპონენტებია. მოდრიჩი და კროოსი თავიანთი კარიერის გამო არ თამაშობენ, არამედ იმსახურებენ ამას.“

„ყველას მინდა სათამაშო დრო მივცე, თუმცა ეს შეუძლებელია. სებალიოსი და ნაჩო ყოველთვის მზადყოფნაში არიან, როდესაც მოედანზე გასვლა უწევთ.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)