ანჩელოტი: „ამ კლუბს ვისურვებდი ფინალში“

კარლო ანჩელოტიმ Movistar-ის მიკროფონთან შეაფასა განვლილი მატჩი.


„ვფიქრობ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. დაცვიდან არ გვიასპარეზია. მეტოქეს საკმაოდ უჭირდა პრესინგი. ჩვენი უკანა ხაზი კი, სოლიდურად გამოიყურებოდა. სწორედ ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორიც გვინდოდა.“

„გუნდი შესანიშნავად ასპარეზობდა და შესაბმისად, ცვლილებები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მატჩის თითოეულ მონაკვეთში მოწოდების სიმაღლეზე გამოვიყურებოდით. ყოველგვარი რისკის გარეშე მოვიპოვეთ საგზური.“

„მთლიანი შემადგენლობის ასპარეზობა მომეწონა, ვერავის გამოვარჩევ.“

„მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ ჰიმნის გაჟღერება სასიამოვნო და სამართლიანი ჟესტი იყო კლუბის მხრიდან. მათ მადლობა გადავუხადეთ ამანსიოსთვის პატისვის მიგების გამო.“

„„ლაიპციგის“ კარში დანიშნული პენალტი? ვგონებ, მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ეს არ ყოფილა ხელით თამაში. ეს ნამდვილად არ არის ფეხბურთი, ეს სიგიჟეა. ამაზე ვისაუბრეთ მე და კლოპმა პაექრობის დაწყებამდე და ისიც დამეთანხმა. ჩემი აზრით, გვარდიოლას არ ეგონა, რომ არბიტრი თერთმეტმეტრიანს დანიშნავდა ამის გამო.“

„მომდევნო მეტოქე? არ ვიცი. მინდა, რომ „მილანს“ ფინალში შევხვდე და არა მეოთხედფინალში.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)