მიგელ პარდესა: გუნდს რამდენიმე ნახევარმცველი დატოვებს

სამეფო კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიგელ პარდესამ მიმდინარე მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდს რამდენიმე ნახევარმცველი აუცილებლად დატოვებს, რადგან "ბლანკოსში" ამ პოზიციაზე მოთამაშე ადამიანები მომრავლდნენ...


"გუნდში ყველაფერი კარგად მიდის, ჟოზე მოურინიო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩააყენოს ფეხბურთელები ფორმაში. სეზონის დაწყებამდე ინტენსიური ვარჯიშები არ შეწყდება, მადრიდის "რეალი" სრულად მომზადებული უნდა შეხვდეს ლა ლიგის გახსნას, რადგან ჩვენ გვსურს ჩემპიონობა."

"წინასასეზონო შეხვედრებით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით მიუნხენის ბაიერნთან მატჩია აღსანიშნავი, იქ მოურინიომ რამდენიმე ტაქტიკა გამოცადა და ვფიქრობ იგი საგონებელშია ჩავარდნილი, რადგან ყველამ გაამართლა."

"კარიმ ბენზემა ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ აჩვენებს სათანადო დონეს, ჩვენ მას მაინც ვენდობით და ვთვლით, რომ ფრანგი ამ სეზონში გაცილებით უკეთესად ითამაშებს. მისი მონდომება თვალნათლივ ჩანს. პორტუგალიელმა სპეციალიასტმა ჩვენ ყველას აგვიხსნა, რომ კარიმს სპეციალური მიდგომა სჭირდება იმისათვის, რომ ათამაშდეს, ჩვენ მოურინიოს ვენდობით."

"გუნდში მოვიდნენ კანალესი, ოზილი, ხედირა , კარვალიო, ლეონი და დი მარია. ამ მოთამაშეებიდან 5 ნახევარმცველია, სამეფო კლუბში ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა, ამიტომ აგვისტოს ბოლომდე გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს."

"მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება, ჩვენ გვჯერა ჟოზეს შესაძლებლობების და დარწმუნებულები ვართ, რომ პორტუგალიელის მუშაობა შესანიშნავ შედეგებს გამოიღებს." dle 10.1

  • Hala
  • 18 აგვისტო 2010
  • 1575
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)