კვლავ რასიზმი, კვლავ ვინისიუსი

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, უკვე ტრადიციად იქცა, გასვლითი მატჩების დროს ვინისიუსის მიმართ რასისტული შეურაცხყოფები.


ამჯერად, „ბეტისთან“ გამართული მატჩის მიმდინარეობისას, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა გამოიჩინეს თავი ამაზრზე საქციელით.

გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგამ უკვე მიმართა სევილიის სასამართლოს, რათა დაიწყოს გამოძიება, მოხდეს დამნაშავეების იდენტიფიცირება და შემდეგ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ვინი უკვე მეშვიდედ გახდა რასისზმის მსხვერპლი. dle 10.1


1

9 მარტი 2023 18:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ჰოდა აქ შემოდიხართ ბიჭები, ერთმანეთს რო რეალის და ბარსას გამო აგინებთ.
ტიპს მთელი სტადიონი მაიმუნს ეძახის და ესენი რაღაც აჭრილიაო, გასაგდებიაო გუნდიდან იძახიან, მეორე წუთას ინიესტას და მოდრიჩის გამო დაახურავენ ერთმანეთს <3

2

9 მარტი 2023 19:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1813
პრემიერ ლიგა ასეთ რამეს ასე არ ტოვებს ლალიგა კიდე დუმს რატომღაც.რეალიც არ ჩივის რატომღაც.
როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო.როცა გაგინებენ ჩუმად ვერ იქნები.ბო....შვილს ეძახიან და მალიორკას ფეხბურთელს ამიტომაც უთხრა კარიერის მერე სამსახურის ძებნა მოგიწევსო.აქ კიდე ფილოსოფებმა გააკრიტიკეს 22 წლის ბიჭი.მაგის მაგალითი არის ზიზუ.სასწორზე მსოფლიო იყო მაგრამ მან ოჯახის შეურაცხყოფა არ აპატია.ოჯახზე წინ არაფერი დგას არც მუნდიალი და არც კლუბი.რასიზმის წინააღმდეგ მკაცრად უნდა იყვნენ.ფსიქოლოგიურადაც ძნელია მერე თამაშზე კონცენტრაციას გადატანა.
-----------------------
Decimotercero

3

9 მარტი 2023 20:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ციტატა: Sani_Real
პრემიერ ლიგა ასეთ რამეს ასე არ ტოვებს ლალიგა კიდე დუმს რატომღაც.რეალიც არ ჩივის რატომღაც.
როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო.როცა გაგინებენ ჩუმად ვერ იქნები.ბო....შვილს ეძახიან და მალიორკას ფეხბურთელს ამიტომაც უთხრა კარიერის მერე სამსახურის ძებნა მოგიწევსო.აქ კიდე ფილოსოფებმა გააკრიტიკეს 22 წლის ბიჭი.მაგის მაგალითი არის ზიზუ.სასწორზე მსოფლიო იყო მაგრამ მან ოჯახის შეურაცხყოფა არ აპატია.ოჯახზე წინ არაფერი დგას არც მუნდიალი და არც კლუბი.რასიზმის წინააღმდეგ მკაცრად უნდა იყვნენ.ფსიქოლოგიურადაც ძნელია მერე თამაშზე კონცენტრაციას გადატანა.


აი, ხო ელემენტარულია და ხალხს არაფრით უნდა გაგება რამხელა სტრესია.
პროფესიონალიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს ბულინგს.
ჯერ რო გავაკეთოთ კოლაჟი, როგორ და რა სახის დარტყმებს იღებს მთელი სეზონია ამის მაკრიტიკებლების 2% ვერ ადგებოდა ფეხზე.
ზოგი იტყვის ხელფასს მაგაში უხდიანო. ამ კატეგორიასთან საერთოდ არ უნდა ილაპარაკო არაფერი.
მსაჯების მიმართაც რატო გახდა აგრესიული, ურტყამენ და ისინი ეუბნებიან, არაუშავსო, ხდება ხოლმეო.
პროფესიონალურ ლიგაში, როცა თამაშობ უნდა გიცავდნენ კბილებით, იმიტომ კი არა რო რეალის მოთამაშე ხარ, უბრალოდ იმიტომ რომ პროფესიონალური ლიგის სტანდარტია ეგ.
რეალის გულშემატკივარი მაინც არ უნდა იყოს ამ კაცის წინააღმდეგ და ბოლო თამაშში ვალვერდემ და რუდიგერმაც როჟები კერეს ამის ჩხუბზე.
ბუნებრივია რომ აჭრილია და ფსიქოლოგი ჭირდება, მაგრამ არსებობს ზიანის ფორმა, რომელიც არ გკლავს, მაგრამ არც გაძლიერებს და შინაგანად გიკლავს რაღაცას.
და ვისაც არ გამოუცდია რას ნიშნავს შინაგანად როცა გიკვდება რაღაც ნაწილი საკუთარი არსების, გამოდიან და ყრანტალებენ იდიოტობებს.

4

9 მარტი 2023 20:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2112
ვინის ადგილას ისეთს ვცემდი გავის დედამისი ვერ იცნობდა.მერე რა რო დისკვ აირტყავდა-მაგის დედაც.ლალიგა "დაიცავით ცენზურა!" კანტორაა-პრემიერლიგაში გაბედავ და ჯერ მინიმუმ 5 წლიან ბანს აირტყავ და შეიძლება გისოსების მიღმაც აღმოჩნდე

5

9 მარტი 2023 23:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 29
გასაკვირია მახელა დონის გუნდია რეალი და რომ არაფერი იღონეს ვინის მიმართ რასაც აკეთებენ გუნდებიც უნდა დაისაჯონ და მაყურებლებიც ვინც შეურაცყოფას მიაყენებს. მსაჯებიც ზედ უნდა მიყვნონ კიდევ

6

10 მარტი 2023 17:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1179
კი მაგრამ ვინისიუსის მეტი შავი ფეხბურთელი ლა ლიგაში არ თამაშობს? რატომ სხვებს არ ამცირებენ? ერთხელ გიფიქრიათ მაინც რას ჩააცივდნენ ამ ვინისიუსსო? ეგება უფრო კარგად დააკვირდეთ მის თამაშს, როგორ იწყება კონფლიქტები. და არც უნდა დაკვირვება ყველა ჩხუბს ეგ იწყებს და არა აქვს მნიშვნელობა მართალია თუ არა ამ შემთხვევაში.
ერთი თვის წინ ბარსას ლევანდოვსკი გააძევეს მეორე ყვითელზე, მიმავალმა ლევანდოვსკიმ რაღაც ანიშნა მსაჯს თუ მწვრთნელს ვერ გაიგებდი და ამისთვის 3 თამაში გამოატოვებინეს. ერთი კვირის შემდეგ ვინისიუსი შეცვალეს თამაშის ბოლოსკენ და როცა მსაჯმა ანიშნა დროზე გადიო მან რა ქნა გახსოვთ? ხელი საფეთქელთან მიიდო და დაატრიალა. ანუ ხო არ აფრენ-ო ჩვენებურად. არ იყო დასასჯელი? იქნებ მსაჯებმაც გაათამამეს? იმიტომ რო ყვითელიც კი არ აჩვენა ამ დროს მსაჯმა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (162)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)