აზარის უცნაური გადაწყვეტილება

მიმდინარე სეზონში ედენ აზარმა მხოლოდ 7 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე) მიიღო მონაწილეობა და მისი სათამაშო წუთები 296-ს შეადგენს.


მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელ ფეხბურთელს მთავარი მწვრთნელის ნდობა აქვს დაკარგული და მას, ფაქტობრივად, არ უწევს მოედანზე გასვლა, მაინც არ აპირებს კლუბის დატოვებას. „შვიდიანის“ სურვილია, ბოლომდე შეასრულოს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და მადრიდიდან მხოლოდ 2024 წლის ზაფხულში გადაბარგდეს. აღნიშნულის შესახებ The Athletic იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, განვლილ თვეში მოთამაშე უკვე შეხვდა კლუბის ხელმძღვანელებს და მისი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა. ედენი თვლის, რომ ესპანეთის დედაქალაქის დატოვება, მისი ოჯახისათვის არ იქნება კომფორტული.

შეგახსენებთ, აზარი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია და ამასთანავე, თანაგუნდელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადის სტატუსითაც სარგებლობს. სრულიად არაფრისმომტანი მოთამაშე კვირის განმავლობაში დაახლოებით 600 ათასს ევროს იღებს.

Opta-ს სტატისტიკით, მადრიდული კარიერის განმავლობაში, აზარმა შესაძლო მატჩების მხოლოდ 36,7 პროცენტში იასპარეზა. dle 10.1


1

9 მარტი 2023 09:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1979
გიჟია წავიდეს?მხოლოდ გადარეული თუ წავა რეალიდან.საერთოდ არ თამაშობს და ვარჯიშში იღებს კოლოსალურ თანხებს.🤣🤣🤣🤣🤣🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (154)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)