"ჩემი საფეხბურთო ცხოვრება ახლა იწყება..."

მადრიდის "რეალის" ახალწვეული, მესუთ ოზილი, AS-ის ჟურნალისტებს ესაუბრა და ესპანელ კორესპონდენტებთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.


- გილოცავთ, თქვენი ოცნება ახდა - "მესუთ ოზილი მადრიდისტაა"

- დიდი მადლობა. ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, ურთულესი არჩევანის წინაშე დავდექი, ჩემს წინაშე იყო, ოჯახი, მეგობრები და ბავშვობის ოცნება... საბოლოოდ გულისთქმას მივენდე და მადრიდის "რეალში" ჩავირიცხე. ვფიქრობ, ჩემი მრავალმხრივი მიზნები სწორედ სამეფო კლუბში უნდა განვახორციელო.

- გულახდილად გვიპასუხეთ, მოგწონთ თქვენი ახალი მაისური?

- რა თქმა უნდა, ჩემი ახალი "თეთრი" მაისური ძალიან მომწონს, იმედი მაქვს წარმატებას მომიტანს.

- რატომ გაჭიანურდა თქვენი 'გამადრიდელების' პროცესი?

- ჩემი სურვილი იყო, რომ მადრიდის "რეალში" მეთამაშა, მაგრამ კლუბის დატოვება, რომელმაც ყველაფერი მომცა ცხოვრებაში და ჩემს საფეხბურთო კარიერას ნათელი მოჰფინა, ცოტა არ იყოს და გამიძნელდა... ბრემენის "ვერდერი" ჩემს მეხსიერებაში, მთელი ჩემი საფეხბურთო, თუ არასაფეხბურთო ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- რას გრძნობთ, თქვენ ხომ ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ღირსების სადარაჯოზე დგახართ?!

- ვგრძნობ უდიდეს შინაგან ენერგიასა და სიამაყეს. მთელი ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერია, მე ხომ მადრიდის "რეალის" მოთამაშე ვარ. ეს ჩემს კარიერაში, საუკეთესო ნახტომია, რომელიც ძალიან მინდა ჩემთვის წარმატების მომტანი გამოდგეს. მე 21 წლის, მიზანსწრაფული ყმაწვილი გახლავართ და ვფიქრობ ყველაფერი გამომივა (იცინის).

"ჩემი საფეხბურთო ცხოვრება ახლა იწყება..."

- თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ... როგორ ფიქრობთ, შეძლებთ გახდეთ ისეთივე 'კაშკაშა' ვარსკვლავი, როგორიც მაგალითად იკერ კასილასი ან კრიშტიანო რონალდოა?

- აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ. მე კონკურენციის არ მეშინია, ვფიქრობ წარმატებისკენ მიმავალი გზა ხსნილი მაქვს, ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- ხედირას გვერდით მოგიწევთ თამაში...


- დიახ, ეს მე ძალიან მიხარია, რადგან მე და სამი თანამემამულეები და კარგი მეგობრები ვართ. რამოდენიმე დღის წინ, მე მას მობილური ტელეფონით ვესაუბრე და რჩევა ვკითხე, გადმოვსულიყავი თუა რა მადრიდის "რეალში", მან კი მიპასუხა - შეწყვიტე ფიქრი მესუთ, შენ ხვალ 'მადრიდისტა' უნდა გახდე.

- ესაუბრეთ მაურინიოს?

- დიახ, ჟოზემ გუშინ საღამოს დამირეკა და 'გამადრიდელება' მომილოცა.

- ინტერვიუსთვის დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ...


- დიდი მადლობა...




ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 18 აგვისტო 2010
  • 2087
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)