პრეზიდენტი მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა

პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურში „რეალმა“ მორიგი ქულები გაანიავა და ჩემპიონობისათვის ბრძოლაში კიდევ უფრო გაირთულა საქმე. არსებული მომენტისათვის დედაქალაქელები „ბლაუგრანას“ უკვე 9 ქულით ჩამორჩებიან.


„ბენიტო ვილიამარინზე“ ადგილობრივ „ბეტისთან“ ნულოვანი ყაიმის გაგორების შემდეგ, ფლორენტინო პერესი გუნდის გასახდელში ჩავიდა. აღნიშნული შესახებ Relevo იუწყება.

პრეზიდენტი ანჩელოტის შეხვდა და მასთან საკმაოდ დიდხნიანი დიალოგი ჰქონდა, რის გამოც იტალიელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზეც კი დააგვიანა.

კლუბის პირველმა პირმა სპეციალისტს ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე თავისი უკმაყოფილება დაუფიქსირა. მისი განრისხება კი, ჯერ კიდევ ესპანეთის სუპერ თასიდან დაიწყო, სადაც „ბლანკოსმა“ ფინალი დათმო „ბარსელონასთან.“

ამასთანავე, პერესს კითხვები ჰქონდა მადრიდულ დერბიში დაკომპლექტებულ სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებითაც. ის ფიქრობს, რომ ანჩელოტიმ გარკვეული შეცდომები დაუშვა და შესაბამისად, გუნდმა ვერ გამოიყენა კონკურენტის მარცხი „ალმერიაში.“

საერთო ჯამში კლუბში არცთუ ისე სახარბიელო ატმოსფერო სუფევს. dle 10.1


1

6 მარტი 2023 13:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
პერეს რა კითხვებს სვამ, კაცს სასტავი არ ყავს საერთოდ და ცდილობს რაღაცა გასაღები იპოვოს.

კარლო შენც კი რით ვერ მიხვდი რომ შეტევაში მეტი აგრესიაა საჭირო და მარტო ჩაწოდებებით არაფერი გამოდის. რაღაცაა შესაცვლელი და დაფიქრდი ამაააზე

2

6 მარტი 2023 14:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1813
პერესი ხელებს ყოველთვის მწვრთნელებზე იწმინდავდა ეს მელაკუდა.კაცი მოვიდა იმ გუნდში სადაც რონალდუ რამოსი ვარანი არ იყო.მერე კაზეც წავიდა.ჩაიბარა გუნდი და თასები მოაგებინა.ბენზემა ლეგენდაა და დიდი ძალაა მაგრამ იმ 1 სეზონის გამო თუ ორი რაც აქ უნდა იყოს რეალს თავდამსხმელი არ უნდაა.მბაპე მბაპეო და ბოლოს ხელში კი დაიჭირა გრძელი შობოშლაი.
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (149)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)