„რეალი“ იუბილარია - ლეგენდის 121 წელი!

მადრიდის „რეალი“ დაარსებიდან 121-ე წლისთავს აღნიშნავს.


1902 წლის 6 მარტს, საფეხბურთო კლუბ „მადრიდის“ პირველი დირექტორთა საბჭრო ოფიციალურად აირჩიეს და ასე დაიწყო მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მემკვიდრეობა. 121 წლის შემდეგ, მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს სპორტის ნიშნულია 24 ევროპული თასით (14 საფეხბურთო და 10 საკალათბურთო) და ამაყობს „ფიფას“ მიერ მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბის სტატუსის მინიჭებით.

განვლილი წელი უაღრესად წარმატებული გამოდგა გუნდისთვის, 3 საერთაშორისო ტიტულით - ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერ თასი. „რეალმა“ „დესიმოკუარტას“ მოპოვება ფინალურ მატჩში „ლივერპულის“ დამარცხებით მოახერხა, რასაც წინ უძღოდა „სანტიაგო ბერნაბეუს“ განსაცვიფრებელი „ქამებქები.“ „უეფას“ სუპერ თასზე, რომელიც ჰელსიკში გაიმართა, „რეალმა“ „აინტრახტს“ სძლია, ხოლო მაროკოში მოპოვებული წარმატებით კი, „რეალი“ ყველაზე მეტ მსოფლიოს ჩემპიონობას მოითვლის, რაც კლუბის უზენაესობას აძლიერებს. აღნიშნული ტიტულების პარალელურად, ანჩელოტის გუნდი ლა ლიგაზეც ბრწყინვალედ გაისარჯა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია კარიმ ბენზემას წარმოდგენა, რომელიც შევიდა კლუბის ისტორიაში და დაეხმარა მას „ოქროს ბურთის“ დაბევებაში.

ყველა ამ ტიტულის გათვალისწინებით, „რეალის“ ვერცხლის სია შემდეგნაირად გამოიყურება: 14 ევროპის თასი, 8 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 5 „უეფას“ სუპერ თასი, 2 „უეფას“ თასი, 35 ლა ლიგა, 19 „კოპა დელ რეი“, 12 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ლიგის თასი, 2 ლათინო თასი და 2 პატარა მსოფლიოს თასი. კარიერის განმავლობაში, ამანსიო ამარომ, ევროპის მე-6 თასის გმირმა, კლუბის საპატიო პრეზიდენტმა და ლეგენდამ, რომელიც 2023 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩამოთვლილიდან რამდენიმე თასის მოგებაში.

„რეალის“ გულშემატკივრებისათვის სიამაყის კიდევ ერთ წყაროს „სანტიაგო ბერნაბეუ“ წარმოადგენს. ტრანსფორმაციის პროცესის წყალობით, სტდიონი კვლავ სპორტის სიმბოლოდ დარჩება და ამასთანავე, გარდაიქმნება ავანგარდულ და უნივერსალურ ხატად.

გარდა ამისა, „რეალ მადრიდ სითი“ საუკეთესო სპორტული კომპლექსია მსოფლიოში და აგრძელებს აღორძინებას მისი ინაუგურაციიდან 17 წლის შემდეგ.

და ბოლოს, კლუბი მონაწილეობს სოლიდარულ და კულტურულ პროექტებში, რომლებიც ორგანიზებულია „რეალ მადრიდის ფონდის“ მიერ
dle 10.1


1

6 მარტი 2023 15:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1179
მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს სპორტის ნიშნულია 24 ევროპული თასით (14 საფეხბურთო და 10 საკალათბურთო) და ამაყობს „ფიფას“ მიერ მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბის სტატუსის მინიჭებით.
საკალათბურთო ტიტულები რა შუაშია ფიფას მინიჭებულ სტატუსზე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (148)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)