ანჩელოტი: „ეს ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია“

კარლო ანჩელოტიმ „ბეტისთან“ ჩატარებული მატჩი შეაფასა.


„საკმაოდ გახსნილი თამაშის მომსწრენი გავხდით და სწორედ ეს იყო ჩვენი სურვილიც. წინა ხაზში ეფექტური მოქმედებები გვაკლდა. ბოლო 30 წუთის განმავლობაში გუნდი ნაყოფიერად გაისარჯა, სრულად აკონტროლებდა მატჩს, მაგრამ მსგავსი ასპარეზობა პირველ ნახევარშიც საჭიროა. განვლილ შეხვედრაში აუცილებლად უნდა გაგვეტანა, ვინაიდან 3-4 შესანიშნავი შანსი გვქონდა. რაც არ უნდა იყოს, სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს - ბოლო 3 მატჩში, მხოლოდ ერთხელ გამოვიჩინეთ თავი და ისიც სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ. ჩვენს გუნდში ბალანსი დარღვეულია. ახლა თავს საიმედოდ ვიცავთ, თუმცა შეტევა შენელდა.“

„კამავინგას მოედნიდან გაყვანა მის ყვითელ ბარათს უკავშირდებოდა. ამასთანავე, მინდოდა ენერგიის შეტანა შემადგენლობაში და შესაბამისად, სებალიოსი ჩავრთე საქმეში. სისტემა 4-3-3 გადავაწყვე, როდრიგო კი, ფლანგზე გადაერთო.“

„ასენსიოს არ მოუწია მოედანზე გასვლა, რადგან ვინიზე, კარიმსა და როდრიგოზე გავაკეთე არჩევანი. რთულია ამის ახსნა, თუ რატომ.“

„უფრო დაზარალებულად ვგრძნობ თავს, ვიდრე გაბრაზებულად. უბრალოდ წარმოუდგენელია, ასეთი პოტენციალის მქონე გუნდს როგორ ვერ გააქვს 1-ზე მეტი გოლი 3 შეხვედრაში.“

„რა თქმა უნდა, ლა ლიგა დაკარგული არ არის. პირველადგილოსანთან სხვაობა დიდია, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

„შემადგენლობის კონფიგურაცია ნორმალურია ჩემთვის. ამ ფეხბურთელებმა 5 შედეგიანი დარტყმა განახორციელეს „ენფილდზე.““

„ალვაროს გამოსვლის შემდეგ ჩაწოდება არ ყოფილა საჯარიმოში? დიახ, ზოგჯერ ჩვენ არ ვიღებთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს. ჩვენ კოლექტიური პრობლემის წინაშე ვდგავართ და არა ინდივიდუალური.“

„ვგონებ, საჭიროა ნაკლები დრიბლინგი და აქცენტის გაკეთება დარტყმებზე. dle 10.1


1

6 მარტი 2023 03:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
გეყოს ლივერპულის გახსენება.
ცხვირი მაღლა და მიხედეთ საქმეს.

2

6 მარტი 2023 11:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1979
ეხ.... კარლიტო.....ბარემ ის თქვი,რომ დაბერდი და კუილს ვეღარ იკავებ.ნორმალური ფეხბურთელები არ გყავს და არც ითხოვ პერესისგან რომ გიყიდოს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)