ანჩელოტის რყევები

„მიმდინარე სეზონში არვიცი, თუ როგორია გუნდის სასტარტო შემადგენლობა“ - დასძინა კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე კვირის წინ.


იტალიელი სპეციალისტი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როდესაც აღნიშნულ განცხადებას აკეთებედა. უფრო კონკრეტულად, წლეულს ჩატარებული 39 მატჩიდან, 38 შემთხვევაში „რეალი“ განსხვავებული თერთმეტულით წარსდგა მოედანზე. გუნდის ძირითადი შემადგენლობა მხოლოდ 2-ჯერ განმეორდა, „სევილიასა“ და „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.

რაც შეეხება შარშანდელ სეზონს, რყევები გაცილებით ნაკლები იყო და შეუცვლელის სტატუსით უფრო მეტი ფეხბურთელი სარგებლობდა.

„რეალის“ სამწვრთნელობა შტაბი არსებული კალენდრის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ ჩემპიონატების დაწყებამდე საუბრობდა როტაციის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. ცხადია, ჩარევებს ტრავმები და დისკვალიფიკაციებიც განაპირობებს. და ალბათ, მხოლოდ სეზონის ბოლოს უფრო ნათელი გახდება (მოგებული ტიტულების რაოდენობით), თუ რამდენად გაამართლა ამ მიდგომამ.

განვლილი პაექრობების განმავლობაში, სხვადასხვა მოთამშეებს არაერთი პოზიციის მორგება მოუხდათ. მაგალითისათვის, კამავინგამ 5 ან მეტჯერ მოსინჯა ძალები 3 პოზიციაზე, ხოლო რუდიგერმა უკანა ხაზის ყველა ამპლუაში გამოსცადა თავი.

მიუხედავად გადახალისების, შემადგენლობაში არიან მოთამაშეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სათამაშო კონდიციებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტს იმსახურებენ. ამის კარგი მაგალითია განვლილი „კლასიკო,“ როდესაც მწვრთნელმა თამაშგარეში დატოვა სებალიოსი, ხოლო მოედანზე გაიყვანა ჩუამენი, რომლის ფიზიკური მდგომარეობა არასახარბიელოა.

ამასთანავე, ვეტერანი მოთამაშეებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ. კროოსი და მოდრიჩი თვლიან, რომ ყველაფრის თამაში შეუძლიათ.

„ჩვენ გვჭირდება ვეტერანების გაგება და ახალგაზრდების მოთმინება“ - დასძენს კარლიტო. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)