ლუის ლოპესი დროებით დაწინაურდა

„ბენიტო ვილიამარინზე“ შემადგენლობის მეორე კიპერის სტატუსს ლუის ლოპესი მოირგებს, რომელიც კიდევ უფრო ახლოს იქნება ოცნების ახდენასთან.


როგორც იცით, ანდრეი ლუნინს გასტროენტერიტი აწუხებს, რის გამოც გუნდს ვერ გაჰყვა სევილიაში. შესაბამისად, მის ადგილს 21 წლის მოთამაშე დაიკავებს.

მიმდინარე სეზონში ლუისი რეგულარულად ხვდება „რეალის“ განაცხადში, თუმცა დებიუტის საშუალება არ მისცემია. მას ჯერ კიდევ 2020/21 წლების სეზონში ზინედინ ზიდანმა უბოძა პირველ შემადგენლობაში ყოფნის ბედნიერება, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შარშან, ანჩელოტის გუნდის მესამე მეკარის წოდებას ტონი ფუიდიასი ატარებდა, რომელიც ზაფხულში „ჟირონაში“ გადაბარგდა, და არა ის.

ლოპესი რაულ გონსალესის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. მან 2019/20 წლების სეზონში დიდი წვლილი შეიტანა „ბლანკოსის“ წარმატებაში „უეფას“ ახალგაზრდულ ლიგაზე.

აღსანიშნავია, რომ ტანმაღალი (193 სმ.) კარის დარაჯის კუმირი სწორედ ტიბო კურტუაა. ლუისი ბედნიერია ყოველდღიურ რეჟიმში ბელგიელთან ერთად მუშაობით და მისგან რეკომენდაციების მიღებით. ამასთანავე, მათ კარგ ურთიერთობა აქვთ მოედნის გარეთაც. dle 10.1


1

5 მარტი 2023 16:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 29
ერთხელ მაინც ითამაშოს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)