„ბეტისისა“ და სებალიოსის დაუსრულებული კავშირი

დანიელ სებალიოსი მშობლიურ არენაზე ბრუნდება.


უტრერას მკვიდრი 2017 წლის ზაფხულში, სწორედ „ბეტისიდან“ გადაბარგდა მადრიდულ გრანდში და გამომდინარე იქედან, რომ დედაქალაქში ნახევარმცველის კარიერა არცთუ ისე ნაყოფიერად მიმდინარეობდა, ესპანურ პრესაში ხშირად იწერებოდა მის სევილიურ გუნდში დაბრუნებაზე.

2021 წლის აგვისტოში, სება მართლაც ახლოს იყო ყოფილ კლუბთან, თუმცა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული სირთულეების გამო, იჯარის ხელშეკრულება ვერ შედგა.

ახლა, როდესაც 26 წლის მოთამაშეს 30 ივნისს ეწურება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ყოფნის ვადა, არ არის გამორიცხული, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა დასრულდეს და სებამ სწორედ მანუელ პელეგრინის კოლექტივისკენ აიღოს გეზი.

ის „ბეტისიზმით“ შეპყრობილი ადამიანია. როდესაც აქვს საშუალება, „მწვანეების“ საშინაო არენაზე ესწრება მატჩებს. თანაქალაქელებს სებალიოსის მხარდაჭერა არც შარშან, „კოპა დელ რეის“ ფინალში აკლდათ. პარალელურად, მადრიდელი ხშირად აქვეყნებს სოციალური ქსელების საშუალებით მათ გამამხნევებელ პოსტებს.

აღსანიშნავია, რომ „რეალის“ ფეხბურთელის რანგში, დანიელი სამჯერ დაუპირისპირდა „ბეტისს.“ აქედან, ორი პაექრობა მადრიდში შედგა, ხოლო 1 სევილიაში, სადაც მოედანზე 73-ე წუთზე შესულმა შუახაზელმა, გამარჯვების მომტანი გოლი დაუბევა „თეთრებს.“

ბოლო პერიოდის განმავლობაში სებალიოსს ხშირად ეძელევა თავის გამოჩენის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ მოდრიჩი დისკვალიფიცირებულია, ესპანელი ფეხბურთელის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენის შანსი მაინც მწირია.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)