6 ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც „რეალში“ თამაშზე ოცნებობს

მსოფლიოს ფეხბურთის ამომავალი ვარსკლავები არ მალავენ, რომ მათ ოცნებას სამეფო კლუბის მაისურის მორგება წარმოადგენს.


ოსკარ გლუხი - 18 წლის („ზალცბურგი“):

„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ კონტრაქტი ავსტრიულ გუნდთან გავაფორმე და არა „ბარსელონასთან.“ როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, იმ დროიდან მოყოლებული „რეალის“ გულშემატკივარი ვარ. ჩემი დიდი ოცნებაა „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ „ბლანკოსის“ უნიფორმით ასპარეზობა. რა თქმა უნდა, ეს იქნება კარიერის პიკი.“

ცოტა ხნის წინ, ებრაელი ფეხბურთელი 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ, „მაკაბიდან“ „ზალცბურგში“ გადაბარგდა. ის „ათიანის“ პოზიციაზე ირჯება და ორივე ფეხს ნაყოფიერად იყენებს. ოსკარი გამოირჩევა სისწრაფითა და საფეხბურთო ინტელექტით.

რაიან ჩერკი - 19 წლის („ლიონი“)

„ის გაცილებით ტექნიკურია, ვიდრე მბაპე. თუ „ლიონში“ დარჩება უკეთესი ფეხბურთელი დადგება, ვიდრე კილიანი“ - დასძინა ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა, აულასმა 2020 წელს. რაიანის მოქმედ კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულში გასდის ვადა. ახალგაზრდა მოთამაშე დაჯილდოვებულია საოცარი ტექნიკით, სისწრაფით, სხვადასხვა თვისებებითა და კოორდინაციით. მას მოედნის დიდებული ხედვა აქვს.

„ყველამ იცის, რომ ჩემი ოცნებაა „რეალში,“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაში. ეს იქნება მოვლენების შესანიშნავი განვითარება და ცხადია, ამაზე სულ მეფიქრება. ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობ მიზნებამდე მიახლოვებას.“


დომინიკ სობოსლაი - 22 წლის („ლაიპციგი“)

უნგრელი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ფეხბურთელია. ის 2021 წლიდან გერმანული კლუბის ღირსებას იცავს. დომინიკი გულშემატკივრებს თავს აწონებს შესანიშნავი დრიბლინგით. „რეალთან“ მატჩამდე, სობოსლაიმ „უეფას“ ოფიციალურ მედიას არ დაუმალა, რომ ბავშვობიდან „ბლანკოსის“ დიდი ქომაგია.

ხვიჩა კვარაცხელია - 22 წლის („ნაპოლი“)

„ფეხბურთი გუტის გამო მიყვარდა, რომელიც „რეალის“ ღირსებას იცავდა. როდესაც ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ეზოში ვთამაშობდი ფეხბურთს, მაისურს ჩემი ხელით ვაწერდი 14 ნომერსა და ესპანელი მოთამაშის გვარს“ - დასძინა ქართველმა შემტევმა, რომელიც „თეთრების“ რიგებში გადასვლის გამო, ეშმაკსაც მიჰყიდის სულს. ეს არის მისი დიდი ოცნება და ყოველთვის იმეორებს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემა.

კვარაცხელია სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის მნშვნელოვანი ფეხბურთელია. არსებული მომენტისათვის „ნაპოლისთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით. მისი ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 1.2 მლნ. ევროს შეადგენს, ხოლო კლუბი 2.5 მილიონამდე გაზრდას ჰპირდება, რაც საკმაოდ დაბალი ჰონორარია ევროპაში მოასპარეზე გამორჩეული სპორტსმენისათვის. ხვიჩა საკმაოდ სწრაფია და დიდებულ ბოლო პასთან ერთად, გოლის გატანის ბრწყინვალე ალღოთია აღჭრუვილი. მისი სტატისტიკა 20 მატჩის შემდეგ: 10 გოლი და 9 ასისტი.

უესლი ფოფანა - 22 წლის („ჩელსი“)

„ჩემი ოცნების კლუბი არის მადრიდის „რეალი.“ ეს გუნდი ყველაზე დიდია მსოფლიოს მასშტაბით“ - დასძინა ფოფანამ 2021 წელს. აღნიშნული მომენტისათვის ის „ლესტერის“ შემადგენლობაში გამოდიოდა. მოგვიანებით, კი უესლი „ჩელსის“ ბოსმა აღმოაჩინა და მასში 82 მლნ. ევრო გადაიხადა.

„ფოფანამ უარი განაცხადა „ლესტერში“ ვარჯიშზე, რათა „ლურჯებთან“ გაეფორმებინა კონტრაქტი. 5 თვის განმავლობაში გაბრაზებული იყო ყველაზე და უნდოდა კოლექტივის დატოვება. სწორედ ასე მოიქცა, როდესაც „სენ ეტიენის“ რიგებში ირიცხებოდა და „ლესტერიდან“ დაურეკეს. უკვე 22 წლის ასაკში, მოთამაშემ 2 კლუბი დატოვა იმედგაცრუებული. წარმატებებს ვუსურვებ „ჩელსის,“ როდესაც მადრიდელები გავლენ ფოფანასთან კონტაქტზე“
- დასძინა ყოფილმა შოტლანდიელმა ფეხბურთელმა გრამ სოუნესმა.

ფრანგი ცენტრალური მცველის ამპლუას ირგებს და საკმოად ნაყოფიერად თამაშობს ფეხით. მეტად წარმატებულია ერთი-ერთზე ასპარეზობის დროს.

გარანჩო - 18 წლის („მანჩესტერ იუნაიტედი“)

არგენტინელი ფეხბურთელს, რომელიც პრემიერ ლიგაში ჩაერთო, არასდროს დაუმალავს თავისი დამოკიდებულება „რეალის“ მიმართ. რამდენიმე კვირის წინ, მან სოციალური ქსელის საშუალებით დაბადების დღე მიულოცა ძმას და გამოაქვეყნა სურათი, სადაც ისინი „რეალის“ სიმბოლიკიან ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)