„უეფას“ ახალგაზრდული ლიგა - „რეალი“ მეოთხედფინალშია [ვიდეო]

სამეფო კლუბის ახალაგზრდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს „უეფას“ ახალაგზრდული ლიგის მეორვედფინალში.


„რეალი“ 19 წლამდელთა გუნდმა („რეალ მადრიდ ხუვენილ ა“), რომელსაც ალვარო არბელოა უდგას სათავეში, „ალფრეო დი სტეფანოზე“ „ზალცბუგრს“ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 30-ე წუთზე, თერთმეტ მეტრიანის ზუსტად შესრულების წყალობით დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლები მე-2 ტაიმში ჩაერთვნენ საქმეში და 3 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. აქედან ყველაზე გამოსარჩევია იკერ ბრავოს საჯარიმო დარტყმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში.

ამრიგად, მადრიდელებმა დამსახურებულად დაიბევეს მეოთხედფინალის საგზური, სადაც მათი მოწინააღმდეგ ტურნირის შარშანდელი მეორეადგილოსანი „ალკმაარი“ იქნება. საგულისხმოა, რომ ჰოლანდიელებმა განვლილ მატჩში 0-3 დაამარცხეს „ბარსელონა“ და მინი კლასიკოს იდეა ჩანასახშივე ჩაახშეს.

აღნიშნული პაექრობა 14 მარტს, ალკმაარში გაიმართება. გამარჯვებულს კი, ნახევარფინლში, „სპორტინგსა“ და „ლივერპულს“ შორის საუკეთესოსთან მოუწევს ბრძოლა.

„რეალი“ შემადგენლობა განვლილ მატჩში: დიეგო პინიეირო, ობრადორი, გონსალო, მანუელ ანხელი (იერაი, 74’), ნიკო პასი (დავიდ ხიმენესი, 83’), ჯაკობო, პოლი (იკერ ბრავო, 63’), მანუ სერანო, პალასიოსი (მესონერო, 83’), ტობიასი (ედგარი, 83) და ჩემა.
გოლები: 0-1 კონატე (პენ. 40'), 1-1 პოლი (46'), 2-1 ჯაკობო (62'), 3-1 იკერ ბრავო (90+4').

ინფორმაციისათვის, ალვარო არბელოას შეგირდები მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე დაუმარცხებლად გამოდიან.

dle 10.1


1

5 მარტი 2023 13:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 231
Shee arbeloas ras komarobs

2

5 მარტი 2023 14:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 776
ძაან მაგარი თაობა მოდის,კასტილიელებზე უკეთესბი არიან, ასე თუ გააგრძელეს პროგრესირება ბევრი მოხვდა მთავარი გუნდის ძირითადში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)