ანჩელოტი:„ჩვენ გვჯერა იდეის, რომელსაც ვახორციელებთ“

კარლო ანჩელოტიმ „ბეტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ვფიქრობ, „ბეტისი“ მიმზიდველი გუნდია და რთული მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ „რეალს“ მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს. ფიზიკური თვალსაზრისით თავს კარგად ვგრძნობთ, მომდევნო კვირის ბოლოსთვის ფერლან მენდიც დაგვიბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.“

„კონტრაქტი მოდრიჩს? ხორვატთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. ჩემი აზრით, ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ორივე მხარეს აწყობს.“

„„კამპ ნოუზ“ დავბრუნდებით და ესპანეთის თასის ფინალში გასვლა ვეცდებით. ჩემს აზრზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ „რეალი“ „ბარსელონასთან“ მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ჩვენ კიდევ უფრო გვჭირდება და ვფიქრობთ, რომ წარმატებას მივაღწევთ.“

„ვინისიუსი არასდროს ნებდება, ბრაზილიელთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერი გვაქვს. მისი სახით „რეალს“ დიდი ლიდერი ჰყავს.“

„ბოლო 2 თამაშში გოლების მხრივ პროლემა გვაქვს, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ „ენფილდზე“ 5-ჯერ გავახვიეთ ბურთი მეტოქის კარის ბადეში.“

„ბენზემასთვის სეზონის მეორე ნაწილი უკეთესია, ვიდრე პირველი. მას ყოველთვის გოლის გატანა არ შეუძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოუმატა და გადამწყვეტ მომენტში დიდ დახმარებას გაგვიწევს.“

„ჩავის სიტყვები? მე არ ვეთანხმები „ბარსელონას“ მწვრთნელს, როდესაც ამბობს, რომ ფავორიტი „რეალია“. ჩემს გუნდს 1 ბურთიანი მინუსი აქვს, რაც „ბარსას“ მეტ შანსს აძლევს.“

„კროოსი და მოდრიჩი თამაშის ტემპს ანელებენ? ვინც ამას ფიქრობს, ფეხბურთი არ ესმის. თამაშის ტემპს მაშინ ვუმატებთ, როდესაც ფეხბურთელები წინასწარ ხვდებიან კონკრეტულ მომენტში როგორც იმოქმედონ. დიახ, როგორც ლუკიტა ასევე ტონი მომენტის სცენარს წინასწარ კითხულობენ, მათი ერთად თამაში პრობლემა არ არის.“

„კამავინგა გუნდს ძალიან ეხმარება. ახალგაზრდა ფრანგმა არნახული პროგრესი აჩვენა და კოლექტივს რამდენიმე პოზიციაზე დაეხმარა.

„ჩუამენი? მოთამაშეს საოცარი სტარტი ჰქონდა და სეზონის პირველ ნაწილში შეუცვლელი იყო. მუნდიალის შემდეგ მას მცირე პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა და ჩვენს დახმარებას შეძლებს.“

„ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო თერთმეტეული შევარჩიო.“

„თანამდებობა? თუ გამათავისფულებენ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემთვის არავის უთქვამს, რომ გუნდი აღარ უნდა გავწვრთნა, მე ვაგრძელებ ჩემ საქმეს და მჯერა იდეის, რომელსაც ყველა ერთად ვახორციელებთ.“

„სებალიოსის პროგრესი აშკარა და თვალნათლივია. ესპანელი ნახევარმცველი ბოლო მატჩებში ძალიან გვეხმარება და მგონია, რომ სეზონის ბოლომდე კიდევ არაერთ პაექრობაში შეიტანს საკუთარ წვლილს.“

„ალვარო კარგი ახალგაზრდაა, მას შეუძლია 4-4-2 სქემაში თამაშიც და ბენზემასთან ერთად შეტევა. ურუგვაელმა ბევრი უნდა ისწავლოს, ახლა კი მისი დონე მართლაც კარგია.“

„როდრიგოს მოკლე სივრცეში ეფექტური და ტექნიკური თამაშის ბრწყინვალე ნიჭი აქვს. ბრაზილიელს შეუძლია არაფრიდან მომენტის შექმნა, რაც ჩაკეტილ მატჩებში ფრიად მნიშვნელოვანია.“

„მილიტაო? ბრაზილიელს დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მცველად მივიჩნევ.“

„სეზონი საკმაოდ გრძელია, ჯერ კიდევ ბევრი ტური დარჩა, სადაც ჩემი გუნდი ბრძოლას არ შეწყვეტს. ზუსტად ვიცი, რომ ამ კოლექტივს წარმატების მიღწევა შეუძლია.“
dle 10.1

  • Hala
  • 4 მარტი 2023
  • 2604
  • 1

1

4 მარტი 2023 20:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1977
შენი გაგდების სუნი დადგა კატლიტო.პერესმა ლაფატკა მიაყუდა შენს კართან უკვე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)